რუსეთის დედაქალაქში ალექსანდრე III-ის დღიურის გაყიდვის მცდელობისთვის მამაკაცი დააკავეს,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის იმპერატორის პირადი ჩანაწერები, სხვა უნიკალურ წიგნებთან ერთად, აუქციონზე აღმოაჩინეს. ექსპერტებმა დღიურის ნამდვილობა უკვე დაადასტურეს და ჩანაწერები სახელმწიფო არქივს დაუბრუნდა.