ნაკაწრები საყვარელი გაჯეტების ეკრანებზე, სამწუხაროდ, გარდაუვალი რეალობაა. თუმცა, საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე საშუალება, რომელთაც ეკრანის ნაკაწრებისგან გადარჩენა შეუძლიათ.
1. კბილის პასტა. დაიმახსოვრეთ, რომ პასტა არ უნდა იყოს გელის. ნაკაწრების მოსაშორებლად გადაიტანეთ ცოტაოდენი კბილის პასტა ბამბაზე, ან რბილ ქსოვილზე და იმ ადგილას წაუსვით, სადაც ნაკაწრია. ამის შემდეგ გაწმინდეთ ეკრანი ნამიანი ნაჭრით.
2. ავტომობილიდან ნაკაწრების მოშორების საშუალება. ნაკაწრების წაშლა შეუძლია ავტომობილის ზედაპირიდან ნაკაწრების მოშორების საშუალებებს, როგორებიც არის: Turtle Wax, 3M Scratch და Swirl Remover. გადაიტანეთ კრემი რბილ ქსოვილზე და წაუსვით ეკრანს.
3. გასაპრიალებელი დანადგარი.
4. საკვები სოდა. შეურიეთ ერთმანეთში სოდა და წყალი, გადაიტანეთ მასა ქსოვილზე და წაუსვით ეკრანს. შემდეგ ნამიანი ქსოვილით გააპრიალეთ.
5. ტალკი. ტალკში დაუმატეთ წყალი და შეურიეთ. წაუსვით ეკრანს.
6. ზეთი. ზეთი კარგად აშორებს პატარა ნაკაწრებს. ერთი წვეთი ეკრანს გააპრიალებს და დროებით ნაკაწრებსაც დამალავს.