ხუთი შეცდომა, რომელსაც უშვებთ თმის მოვლის დროს

ყველას სურს ლამაზი, მოვლილი და მომხიბვლელი ვარცხნილობა ჰქონდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ზედმეტი არაფერი ვარგა – ხშირად ქალბატონები აჭარბებენ და ზედმეტი გულმოდგინების გამო უკუშედეგს ღებულობენ.
გთავაზობთ იმ ხუთ ძირითად შეცდომას, რომელსაც ისინი უშვებენ თმის მოვლისას.

1. თავის ყოველდღე დაბანა. ასეთი სიხშირით დაბანა ჭუჭყის და სტაილინგის ნარჩენების გარდა, თავის კანს აშორებს დამცავ ფენას, რის გამოც ირღვევა ბუნებრივი ბალანსი. შედეგად თმა ხდება მშრალი და ჩნდება ქერტლი. უკიდურეს შემთხვევაში, ანუ თუ თქვენ ძალაუნებყრად გიწევთ თმის ყოველდღიური დაბანა, გულდასმით შეარჩიეთ შამპუნი და კონდიციონერი.

2. თმის ფენის მაქსიმალურ სიმძლავრეზე ჩართვა. აქ ორი ფაქტორი მუშაობს თქვენი თმის საწინააღმდეგოდ – მაღალი ტემპერატურა და ჰაერის მძლავრი ნაკადი. თმის გაშრობის პროცესი დაასრულეთ გრილი ჰაერის ნაკადით, ასევე ფენის ჰაერის ნაკადი არ უნდა იყოს მძლავრი – ჯობია ნაკადი თმის დიდ ფართობზე ნაწილდებოდეს, ასე თმა უკეთესად შრება.

3. სველი თმის დავარცხნა. თმა ნაკლებადაა დაცული, როდესაც ის სველია და ადვილად ზიანდება. არ მიაკაროთ თმას სავარცხელი, სანამ მისი 70& მაინც არ გაშრება.

4. თმაზე ჯერ ლაქის წასმა და შემდეგ მისთვის ფორმის მიცემა. ამ შემთხვევაში აუცილებელია თერმული დამცავის გამოყენება. ლაქი სპირტს შეიცავს, რის გამოც თმა უფრო ადვილად ზიანდება მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად. სჯობია თმა ჯერ გაგრილდეს და ლაქი შემდეგ დაიდოთ თავზე.

5. თმის ბალზამის დიდი რაოდენობით გამოყენება. სხვადასხვა ნიღაბი და ვაკზანი ამძიმებს თმას, გამოიყენე ისინი მცირე რაოდენობით, წაისვი თმის წვერებზე და მთელ სიგრძეზე, ოღონდ არ მიაკარო ისინი თმის ძირებს – დისტანცია 5 სმ მაინც უნდა იყოს.

კომენტარები

სხვა სიახლეები