გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ბულგარელმა ნათელმხილველმა, ვანგამ ისეთი რამ იწინასწარმეტყველა, რაც დიდი ხნის განმავლობაში გაუგებარი იყო. “მეკითხებიან: მალე გამართლდება სამყაროს შესახებ უძველესი სწავლება? არა, მალე არა. ჯერ სირია არ დაცემულა! სირია დაეცემა, თუმცა გამარჯვებული ის არ აღმოჩნდება, ვისაც ფიქრობენ!”, – ამბობდა ვანგა. როგორც ჩანს, წინასწარმეტყველების ახდენის დრო ახლოვდება. მოვლენები, რომლებსაც ბრმა ნათელმხილველი აღწერდა, ჩვენს თვალწინ ვითარდება.
ვანგას სიტყვების თანახმად, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შედეგი ნათელი იქნება. სირია მართლაც მარცხდება. ასადის რეჟიმის მოწინააღმდეები ნატო, საუდის არაბეთი და “ისლამური სახელმწიფო” არიან. ვინ აღმოჩნდება მათგან დამასკოს დამპყრობელი? ამას მნიშვენლობა არ აქვს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სირიის დაპყრობა არა გამარჯვება, არამედ იმის მიმანიშნებელია, რომ ამის შემდეგ რაღაც კარგია მოსალოდნელი. ვანგა ამას ასე აღწერდა: “დედამიწაზე ახალი დრო დგება, კეთილისმყოფელთა დრო. პლანეტის ეს მდგომარეობა ჩვენზე არაა დამოკიდებული, ის მაინც დადგება, იმის მიუხედავად, გვინდა თუ არა ჩვენ. ახალი დრო ახლებურად აზროვნებას მოითხოვს, სხვა ცნობიერებას, სხვა ადამიანებს, რათა არ დაირღვეს სამყაროს ჰარმონია”.
ვანგა ასევე ამბობდა, რომ “სამყაროს აღსასრული სირიაში დაიწყება, ვინაიდან ძველი მსოფლიო წესრიგი უნდა შეიცვალოს იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. რა ეპოქალური მოვლენა მოხდა უძველეს დროს იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა ომია? იქ მოხდა პირველი მკვლელობა დედამიწაზე. დამასკოდან 40 კილომეტრში რელიგიური კონფლიქტის ნიადაგზე კაენმა საკუთარი ძმა, აბელი მოკლა. ახლა იქ სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ძმა კვლავ ძმის წინააღმდეგ იბრძვის. დრო ბევრი აღარ დარჩა”.
საინტერესოა, რა შეიძლება ისეთი საშინელი მოხდეს სირიის კონფლიქტის დროს, რაც ადამიანებს ახალი ცხოვრების დაწყებას აიძულებს? შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ბირთვული იარაღის გამოყენებაა, რაც ნამდვილად “სამყაროს აღსასრულის” ტოლფასი იქნება.
წყარო: eg.ru