ტირამისუ ჭიქაში

ინგრედიენტები: კვერცხი – 5ც. შაქარი – 100 გ. მასკარპონე – 450გ. მოდუღებული ხსნადი ყავა -1ჭ. რომი (ან ლიქიორი) – 2 ს. კ. ნამცხვარი „ლედის თითები“ – 250 გ. კაკაო – 2 ჩ/კ.

მომზადების წესი: კვერცხის გულები, შაქარი და მასკარპონე ერთად ავთქვიფოთ. ცალკე ყავისა და რომის ნარევი მოვამზადოთ. ნამცხვარი ნარევში ამოვავლოთ, ლანგარზე დავდოთ და კრემი მოვასხათ. შემდეგ ისევ ნამცხვარი, კრემი და ბოლოს ზემოდან კაკაო მოვაყაროთ. 7-8 საათით მაცივარში მოვათავსოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები