რატომ არ შეიძლება ჩაიდანში წყლის ხელახლა ადუღება?

ხშირად ხდება, რომ თქვენს ელექტროჩაიდანში ადუღებული წყალი ცივდება, რადგან თქვენ იმ მომენტში ტელევიზორში საყვარელ შოუს უყურებთ. თქვენ გაციებულ წყალს მას თავიდან ადუღებთ, მაგრამ ეს ძალზე სახიფათო გადაწყვეტილებაა.
აი რა ხდება ჩაიდანში, როდესაც თქვენ წყალს მეორედ ადუღებთ. საქმე ისაა, რომ ონკანის წყალი მრავალ ნივთიერებას და მინერალს შეიცავს. ადუღების დროს მათი ქიმიური შემადგენლობა იცვლება. წყლის ადუღების დროს ეს ქიმიკატები ფილტვებში ხვდება. ის კი, რაც წყალში რჩება, კუჭში ხვდება ცხელ სასმელთან ერთად.
რაც უფრო ხშირად ადუღებთ წყალს, მით უფრო მეტი მავნე ნივთიერება წარმოიქმნება იქ. ჩვენ მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებთ. ესენია: ფტორიტი, დარიშხანი, ნიტრატები. სასარგებლო ბივთიერებები – მარილები, კალციუმი – ადუღების დროს ასევე მავნედ გარდაიქმნება. თუ მათ დიდი ოდენონით მოიხმართ, სულ მცირე თირკმელებში კენჭებს მიიღებთ.
ამიტომ თუ თქვენ წყალს ერთხელ ადუღებთ, მასში მიკრობებს კლავთ. ხოლო თუ ამას მრავალჯერ იმეორებთ, ამით წყალში არსებულ სასარგებლო ნივთიერებებს მავნე შენაერთებად აქცევთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები