წითელი წიწაკის როლი

ინგრედიენტები: სომხური ლავაში -1 ცალი, შემწვარი წითელი წიწაკა -1/4 ჭიქა, ისპანახი -1/2 ჭიქა, შუაზე გაჭრილი ქამა სოკო -1/4 ჭიქა, თხლად დაჭრილი კიტრი- 1/4 ჭიქა, ყველი ფეტა -2 ს/კ. შუაზე გაჭრილი მწვანე ზეთისხილი -2 ს/ კ, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი – 1 ს/ კ.
მომზადების წესი: ტაფა გავახუროთ და ლავაში რამდენიმე წამის განმავლობაში შევათბოთ. ლავაში გადმოვიღოთ, გავშალოთ და გულში ყველი ფეტა, სოკო, მწვანე ხახვი და წითელი წიწაკა მოვათავსოთ. გადავახვიოთ და რამდენიმე წუთი კვლავ ტაფაზე გადავიტანოთ. როცა ყველი გადნობას დაიწყებს, ლავაში გადმოვიღოთ, გავხსნათ და ისპანახის ფოთოლი, კიტრი და ზეთისხილი დავუმატოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები