„ლაზურული ნაპირი“ – ჯოლი და პიტი ჰოლივუდის პრემიერაზე (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)
„…და სად არიან ბავშვები?!“ – პირველი ეს კითხვა გაუჩნდათ ჟურნალისტებსა და ფილმის პრემიერაზე დამსწრე საზოგადოებას. პრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის გლამურული წყვილი, „ლაზურული ნაპირის“ პრემიერას დაესწრო, რომელიც ჰოლივუდში გაიმართა და რომელშიც წყვილი ცოლ-ქმარს ასახიერებს.
წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავები შვილების გარეშე გამოჩნდნენ, მათ თან არ ჰყავდათ არც მედოქსი, რომელმაც ფილმის შექმნაში გარკვეული მონაწილეობა მიიღო (ის რეჟისორის თანაშემწედ მუშაობდა ფილმის გადაღებების პროცესში). თუმცა კინოთეატრის დიდ ეკრანზე სურათის ნახვის შემდეგ გაჩენილ ყველა საეჭვო კითხვას პასუხი თავისთავად გაეცა – ახალ ფილმში წყვილი განშორების პირას მყოფ ცოლ-ქმარს განასახიერებს, რომელთაც კრიზისი აქვთ პირად ურთიერთობებში. ვინაიდან ფილმსა და მათ მიერ განსახიერებულ პერსონაჟებს საერთო არაფერი აქვს ჯოლისა და პიტის რეალურ, ბედნიერი ქორწინებასთან, მზრუნველმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ პატარა ბავშვები ზედმეტად და უსაფუძვლოდ არ ენერვიულებინათ.
სურათის რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი თავად ანჯელინა ჯოლია. ამ ფილმში ბრედი და ანჯელინა წყვილს თამაშობენ, რომლებიც ერთმანეთის სიყვარულით დაიღალნენ და ურთიერთობის რეანიმაციისთვის, დასასვენებლად საფრანგეთის რივიერაზე წავლენ.
ჰოლივუდში გამართულ პრემიერამდე კი, „ლაზურული ნაპირი“ ნიუ-იორკში უჩვენეს.