6 წლის გოგონა, რომელსაც გული მკერდის გარეთ აქვს (ფოტოკოლაჟი)

გოგონა, რომელსაც გული გარეთ აქვს, მსოფლიოს წამყვანი ექიმების გაოგნებას იწვევს. ამ გოგონას გულისცემა არა მარტო ისმის, არამედ მისი დანახვაც შესაძლებელია. დასავლური გამოცემები აღნიშნავენ, რომ პატარა ბავშვს იმდენად დიდი გული აქვს, რომ ის ბუდეშიც კი ვეღარ ეტევა.

ვირსავია ბორუნს გულის ეკტოპია აღენიშნება. თანდაყოლილი მანკი, რომელსაც ეკტოპია ეწოდება, ძალზე იშვიათია და 1 მილიონიდან შესაძლოა, 7,9 ბავშვს აღმოაჩნდეს. მათგან 90% მკვდარი იბადება, ან სამი დღის განმავლობაში იღუპება. ამ შემთხვევაში 6 წლის გოგონას ნამდვილად გაუმართლა, თუმცა ბავშვის მდგომარეობა სავალალოა. ადამიანის სიცოცხლისთვის მთავარი ორგანო მას გულ-მკერდის არეში არ უზის. გული მკერდის ზემოთ მდებარეობს და მას მხოლოდ ბავშვის თხელი კანი ფარავს.

ცოტა ხნის წინ, პატარა ვირსავია დედასთან ერთად, საცხოვრებლად სამხრეთ ფლორიდაში გადავიდა, სადაც მას ოპერაცია უნდა გაუკეთდეს. თუმცა, მედიკოსებმა განაცხადეს, რომ გოგონასთვის საოპერაციოში დაწვენა და მისთვის სამედიცინო დანის მიკარება ამ ეტაპზე შეუძლებელია. მიზეზად ექიმებმა ბავშვის მაღალი წნევა დაასახელეს. სამედიცინო პერსონალი მას მუდმივ თვალ-ყურს ადევნებს, როგორც კი ბავშვის ორგანიზმი მზად იქნება, გოგონა საოპერაციოდ უნდა გადაიყვანონ.

გოგონას დედის თქმით, როდესაც ის ფეხმძიმედ იყო, ექიმებმა უთხრეს, რომ შვილი ვერ გადარჩებოდა, თუმცა, მან ბავშვის გაჩენა მაინც გადაწყვიტა. ის ფაქტი, რომ მანკიანი გოგონა გადარჩა და დღემდე ცოცხალია, ექიმების დიდ გაოცებას იწვევს.

პატარა ვერსავიას ისეთივე ჩვეულებრივი ცხოვრება აქვს, როგორც მის თანატოლ გოგონებს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მას საკუთარ თავზე ზრუნვა უფრო მეტად უწევს, ვიდრე სხვა ბავშვებს. ამასთანავე, გოგონა მუდმივად ერიდება „საშიშ“ თამაშებს და როდესაც თანატოლები ერთობიან, ის მოშორებით ზის და მათ მხოლოდ უყურებს. თუმცა, ეს ყველაფერი მას სხვა ბავშვებისგან დიდად არ განასხვავებს- ის, სხვების მსგავსად, ჩვეულებრივი გოგონაა – ვირსავია ბორუნი შესანიშნავად მღერის, ცეკვავს, ხატავს, მალე სკოლაშიც წავა.

1 1-2 2 2-2 2-4 3 4 5 6 h

კომენტარები

სხვა სიახლეები