საფეხბურთო კლუბ მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა, კრიშტიანუ რონალდუს სილა გააწნა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „დეილი მირორი“ წერს.
მცირე შელაპარაკება ფეხბურთელსა და კლუბის პრეზიდენტს შორის, ჩემპიონთა ლიგაზე, „რეალისა“ და „პსჟ“-ის მატჩის დაწყების წინ მოხდა.
პერესი: „ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ. რატომ თქვი, რომ შეიძლება „რეალი“ დატოვო?“
რონალდუ: „მე მსგავსი არაფერი მითქვამს. სხვა რამ ვიგულისხმე!“
„რეალის“ თავდამსხმელმა რამდენიმე დღის წინ გამოცემა KICKER-ს ინტერვიუ მისცა. ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა, ოდესმე მან კლუბი დატოვოს, რონალდუმ უპასუხა: „ყველაფერი შესაძლებელია!“