ყველაზე გემოვნებიანი ქართველები – VOGUE საუკეთესო სტილის მქონე ქართველ ქალებს ასახელებს (ფოტოკოლაჟი)

ვინ არის დღეს ყველაზე გემოვნებიანი საქართველოში – მსოფლიოში ავტორიტეტულმა მოდურმა გამოცემა „ვოგმა“ საუკეთესო სტილის მქონე ქართველი ქალების სია გამოაქვეყნა.

ქეთევან გვარამაძე, ნინო ელიავა, მარიამ სიჭინავა, მარიამ კობერიძე, თაკო ნაცვლიშვილი, ელენე მეტრეველი, თამუნა წიკლაური, ანკა ცქიტიშვილი, ლენკა ციციშვილი, – ეს ის ყველაზე მაგარი ქართველი გოგონები არიან, რომლებსაც „ინსტაგრამზე“ უნდა აედევნოთ, – წერს პრესტიჟული გამოცემა.

“საქართველოში სამოდელო სცენის ბუმია!” – წერს მოდური გამოცემის ჟურნალისტი.

„თბილისში Mercedes-Benz Fashion Week ტარდება. გარდა ამისა, საქართველოში ქუჩის სერიოზული სტილი არსებობს და არიან თვალისმომჭრელი ინდივიდუალური სტილის მქონე ქალები. პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში სამოდელო კუთხით ბოლო ხანს ბევრი ნიჭიერი ადამიანი გამოჩნდა. მათ შორისაა “ბალენსიაგას” ახალი კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია და ადგილობრივი ბრენდები: რია ქებურია და “ატელიე კიკალა”, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე ყურადღებას იქცევენ“, – წერს ჟურნალი „ვოგი“.

წარმოგიდგენთ საუკეთესო სტილის მქონე ქართველ ქალბატონებს, მოდური გამოცემა მკითხველს ურჩევს, რომ მათ „ინსტაგრამზე“ აედევნონ.

ქეთევან გვარამაძე

1

ნინო ელიავა

2

3

მარიამ კობერიძე

4

თაკო ნაცვლიშვილი

5

 ელენე მეტრეველი

6

თამუნა წიკლაური

7

 ანკა ცქიტიშვილი

8

 ლენკა ციციშვილი

9

კომენტარები

სხვა სიახლეები