პუტინმა აღიარა რომ შეყვარებულია – ჩემს მეგობარს ეგონა, რომ მე საერთოდ გავმხეცდი…

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, პოლიტიკური საკითხების გარდა საუბარი მის პირად ცხოვრებასაც შეეხო. ვის ეკუთვნის რუსეთის პრეზიდენტის გული საიდუმლოდ დარჩა, თუმცა გაირკვა ის, რომ პუტინის გული დაკავებულია.

„მეკითხება ჩემი ევროპელი მეგობარი: ვინმეს უყვარხარ? მე ვუპასუხე: კი და შენ გიყვარს ვინმე? – მკითხა მან, ვუპასუხე: მიყვარს! მადლობა ღმერთს – თქვა მეგობარმა. მან ალბათ იფიქრა, რომ მე საერთოდ გავმხეცდი“, – თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ყოფილ ცოლთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. „მეგობრული ურთიერთობები გვაქვს, ხშირად ვეკონტაქტებით ერთმანეთს, ასევე ბავშვებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, სასურველია უფრო ხშირი შეხვედრები“, – განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინის გაყრის შესაძლო მიზეზად რომანი სპორტსმენ ალინა კაბაევასთან სახელდება. ვის გულისხმობდა პუტინი პრესკონფერენციაზე, როდესაც თქვა, რომ შეყვარებულია, უცნობია.

კომენტარები

სხვა სიახლეები