ის, რაც მხოლოდ საქართველოში ხდება – ტრენინგი გასათხოვარი ქალებისთვის: “გათხოვება მინდა, ან როგორ გავხდე ბედნიერი ქალი”
საქართველოში გოგონებს ბავშვობიდან ასწავლიან, რომ როცა გაიზრდებიან, აუცილებლად უნდა გათხოვდნენ, ჩაბარდნენ „პატრონს“, რომელიც მათზე იზრუნებს და იბატონებს.
და რადგან კაცია თავი, ქალი კი კისერი, – კაცი ბატონობს ქალზე, რადგან თავი ბატონობს კისერზე და არა კისერი თავზე. კისერს საერთოდ არაფერი ეკითხება. კისერი იმისთვისაა, ხან მოეფერო, ხან ხელი მოუჭირო და დაახრჩო. კისერმა უნდა იცოდეს, რომ ვერასდროს იქნება თავზე მაღლა, რადგან ბუნების წესია, იყოს ჯერ თავი, მერე კისერი და მერე სხვა დანარჩენი. ეს ხუმრობით, ტრენინგის შესახებ კი „კვირა+“-ს ტრენერი მაია ჩადუნელი ესაუბრა.
“ბედნიერ ქალში” მიაჩნიათ, რომ გათხოვების მსურველებს, ასევე, მათ, ვისაც პარტნიორის პოვნა სურთ, ტრენინგი სასურველი მამაკაცის მოხიბვლაში დაეხმარებათ. „ბედნიერი ქალის“ წარმომადგენელი მაია ჩადუნელი თვლის, რომ ტრენინგზე თქვენ ისწავლით, საყვარელი მამაკაცის მოსახიბლად რა უნდა ჩაიცვათ და რაც მთავარია, რა არ უნდა ჩაიცვათ. რა თემებზე უნდა ესაუბროთ და რაც მთავარია, რა თემებზე არ უნდა ესაუბროთ.
„ეს ტრენინგი არის თქვენთვის, ქალბატონებო, ვინც თვლით, რომ ბედნიერები არ ხართ“, – ამბობს ჩადუნელი.
ტრენინგის მოკლე შინაარსი ასეთია: რას აქცევს ყურადღებას მამაკაცი ქალთან შეხვედრის დროს? რა არის მთავარი პირველ შეხვედრაზე? როგორ ავირჩიოთ ღირსეული მამაკაცი? რა ნაბიჯები გადავდგათ რომ თავი შევაყვაროთ? საკუთარ თავზე მუშაობა და წარმატების გზით სიარული – სწორედ ამ კითხვებზე პასუხებს სთავაზობენ ქალებს ტრენერები.
ორგანიზატორები მასზე დასასწრებად ფეისბუქმომხმარებლებს ეპატიჟებიან. ტრენინგის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა და უკვე ძალიან პოპულარულია. ტრენინგის საფასური 100 ლარია ღონისძიების კედელზე უკვე უამრავი კომენტარია, „კვირა+“ რამდენიმე მათგანს გთავაზობთ:
– შეხვედრაზე განხილულ იქნება მოკლე კაბის, ღრმა დეკოლტისა და სამფენოვანი შპაკლის სტრატეგიული მნიშვნელობა, რადგან ეს არის ხელოვნება, რომელსაც უნდა დაეუფლო, რათა დაგეუფლონ. ჯ/ღ იპიანები.
– რასაც შემდეგ ვნახავთ გაგვაოცებს?
– 100 ლარი ძალიან ძვირია. გასაგებია, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ იქნებ ცოტა უფრო ხელმისაწვდომი იყოს
– უკაცრავად, ბოზებიც შეიძლება დავესწროთ თუ მარტო ქალიშვილებისთვისაა?
– ანუ გათხოვება = ბედნიერებას და წარმატებას? :)))
– მოგესალმებით. მაინტერესებს, ამ ტრენინგ კურსის განმავლობაში სტენკის დადგმის ხელოვნებას თუ დავეუფლებით?
– უკაცრავად, ტრენინგი ერთჯერადია? ანუ, ერთხელ თუ მივაღწევ სასურველ შედეგს და გავთხოვდები, თუმცა მერე გავშორდები, მეორედაც შემეძლება ჩაწერა?
– ფეხის ბანვის შესწავლა შედის?
– ორგაზმის იმიტაციის კურსები იქნება?
– ბიჭებს გვჭირდება სადღეგრძელოსთვის და ქალური ბედნიერება რა არის?
– დიდი ხანია ნასკის გახდას ვეუფლები და არაფერი გამომდის. იქნებ მასწავლოთ, როგორ შევაკავო ე.წ. ღუტუნი, თორემ გემექცა ქმარი
– მე პრაქტიკული უფრო მაინტერესებს, თორემ ამდენ თეორიას რა ვუყო აღარ ვიცი
– ომლეტის კეთების ერთადერთ სპეციალისტი მე ვარ ქვეყანაში და თქვენ მანდ რას ასწავლით ვერ გავიგე
– გამარჯობა, მაინტერესებს პრაქტიკულ კურსში ნამდვილ ღირსეულ მამაკაცებს შეგვახვედრებთ? წინააღმდეგ შემთხვევაში 100 ლარი მეძვირება
– ბოზ მამიდებზე სეილები არ გაქვთ?
– ია ფარულავაა ტრენერი?
– ანგარებით გათხოვების პრაქტიკა, რომ შედიოდეს კარგი იქნებოდა (სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფრთხე ემუქრება მეგობარს და 600 ლარად ნებისმიერ რამეს იკადრებს, გამოგვეხმაურეთ)
– დუყლუყი შედის საფასურში?
– კუსრის ფარგლებში მე დავინტერესდებოდი, როგორ ვაიძულო მამაკაცს, თან სასურველ მამაკაცს, მომიყვანოს ცოლად პრაქტიკულად ამის განსახორციელებლად პარტნიორიც საჭიროა წამოვიყვანო?