მომღერალი სოფო ბედია ტელეკომპანია “რუსთავი 2- თან” დაკავშირებით საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელში აფიქსირებს. “მოგესალმებით მეგობრებო! არასოდეს გამოვირჩევი ჩემი პოსტებით ზოგად პოლიტიკაზე! ვარ ძალიან “ა “პოლიტიკური ადამიანი! მე მომღერალი ვარ და შესაბამისად ვმღერი ჩემი საყვარელი მსენელისთვის! რაც შეეხება რუსთავი 2 ს! დიახ მე ჯეოსტარით გავხდი ცნობილი, დიახ ბრავო იყო წარმატებული პროექტი და ბევრი სხვა გადაცემები რუსთავი 2ზე! მე პირადად დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მაია ასათიანს და მის მთელ შემოქმედებით ჯგუფს! მაიკო გვიყვარხარ მეც და მიშასაც! მიყვარს და პატივს ვცემ პროფილის პროდიუსერებიდან დაწყებული ოპერატორებით დამთავრებული ყველა! მიყვარს მარაო რუსთავი 2 !ყველა გადაცემის სტუმარი ვიყავი და მადლობა ამისათის! რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას აქ მემგონი საფრთხე არავის ემუქრება! საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ მფლობელი იბრუნებს თავის კუთვნილ ტელევიზიას! ვფიქრობ, რომ ამ თემის გაპოლიტიზირება არ არის ლამაზი! ბატონი ქიბარ ხალვაში არის ძალიან კეთილი და კარგი პიროვნება! არაჩვეულებრივი ადამიანი,მეუღლე, მამა და მეგობარი! მე მასზე ბევრი კარგი მსმენია, არამარტო ჩემი მეუღლისაგან ,არმედ ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანისაგან!ბატონო ქიბარ გისურვებთ წარმატებას და იმედია სამართლე გაიმარჯვებს.!”- წერს მომღერალი.