მსახიობმა, ეკა დემეტრაძემ სოციალურ ქსელში ემოციური განცხადება გაავრცელა, გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:
ეკა დემეტრაძე: “9 აპრილი არ მახსოვს, თუმცა მშობლებს მოუყოლიათ,ფოტოები და კადრები მინახავს… ”მაცნეს” ეთერში ფრაზა “სოხუმი დაეცა” მახსოვს, სამოქალაქო ომის დროს ჩემი ფანჯრიდან ტყვიების ფერადი სანახაობა. მახსოვს, უშუქობისგან გამწარებული ხალხის მიერ გადაკეტილი ქუჩები მახსოვს, პურის ტალონების ფერი და რიგი მახსოვს, სმკ-ს კლიპიც მახსოვს.
ვარდების რევოლუცია კარგად მახსოვს, სტუდენტი
ვიყავი უკვე, ემოციური და პათეტიურ პატრიოტული და თან ძალიან პოზიტიური იყო (წინა” მახსოვსებისგან” განსხვავებით)…
7 ნოემბერიც მახსოვს,სტადიონზე კერპად ქცეული გრეჩიხაც, 26 მაისიც, ციხის კადრებიც, გამარჯვებული ”ოცნების” მსვლელობებიც და საკუთარი თავიც, სასოწარკვეთილი რომ შევცქეროდი ამ სანახაობას და საყვარელ მეგობრებს.
ბავშვი ქვევრში (ვერასოდეს გავიგე რა შუაში იყო საერთოდ რამესთან თუმცა მაინც მახსოვს)… და 13 ივნისი!!
13 მახსოვს ძალიან კარგად, როგორ დაიკიდეს ფეხებზე შესაბამისმა ორგანოებმა სტიქიასთან უძლური ხალხი, რა ექნათ ღამე იყო და წვიმდა ვერტმფრენი ვერ გაგზავნეს…
კიდევ ძალიან ბევრი რამ გვახსოვს და ბევრ რამეს ვხედავთ ახლაც… წარმოუდგენელი სლაიდშოუ გვაქ თითოეულ ჩვენთაგანს ტვინში… ხოდა აღარ მინდა! არ მინდა, ჩემი შვილიც დაუსრულებელ მძაფრსიუჟეტიან ფილმში გაიზარდოს…
და ახლა ამდენი რამის მერე ისევ უტიფარი ტყუილებით და მუქარით რომ უნდათ ბოლომდე დააბნელონ ისედაც ბინდში მყოფი ქვეყანა, მგონი დროა, გარეთ მაინც გამოვიდეთ.”