კოტლეტმა, სოსისმა ან ბეკონმა შეიძლება კიბო გამოიწვიოს

ხორცი, რომელიც დამუშავებულია კოტლეტად, სოსისად ან ბეკონად, შეიცავს ნივთიერებას, რომელმაც შეიძლება კიბო გამოიწვიოს. გამოცემა The Daily Mail-ის ინფორმაციით, ასეთი დასკვნა გამოიტანეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტებმა.
ორგანიზაციის სპეციალისტების განცხადებით, ამ პროდუქტებში კონცეროგენების კონცენტრაცია დაახლეობით იმდენივეა, რამდენიც ასბესტსა და დარიშხანში. „კონცეროგენების ენციკლოპედიაში“ ასევე ახალი ხორციც არის შესული. ჯანდაცვის ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ის ოდნავ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე კონსერვები. ყველა ჩამოთვლილი პროდუქტი ნაწლავის ონკოლოგიური დაავადებების რისკს ზრდის.
სახიფათო დაავადებების ჩამონათვალის განახლება აუცილებელი გახდა კიბოს დაავადებათა ზრდის გამო. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად სიმსივნისგან 150 ათასი ადამიანი იღუპება. ოფიციალურად ახალი სიის გამოქვეყნება მომავალ კვირას მოხდება. სპეციალისტების აზრით, ორგანიზაციის ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება სოფლის მეორნეობას პრობლემები შეუქმნას და ასევე ის ფასტფუდის რესტორნების ბიზნესს ზიანს მიაყენებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები