ლეგენდარულ მაიკლ ფელპსს რომანი ჰერმაფროდიტთან აქვს

ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს სპორტსმენს მაიკლ ფელპსს რომანი ჰერმაფროდიტთან აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისური ტაბლოიდები ავრცელებენ. ინფორმაციის წყარო ტეილორ ლიანა ჩენდლერი გახლავთ, რომელმაც ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ფელპსთან რომანი აქვს. ტეილორის სიტყვებით, ფელპსმა იცის მისი ფიზიკური თავისებურებების შესახებ და არაფერი საწინააღმდეგო არ აქვს.
ჩენდლერმა გამოჩენილ სპორტსმენთან სექსით მიღებული შთაბეჭდილებებიც ყველას გაანდო. მისი სიტყვებით, სწორედ მაიკლთან ურთიერთობის შემდეგ პირველად იგრძნო თავი ქალად. ტეილორ ჩენდლერი ერთდროულად მამაკაცის და ქალის სასქესო ორგანოებით დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი კი დევიდ როი ფიტჩი გახლდათ. მოგვიანებით მან გადაწყვიტა, რომ ქალად ყოფნა სურდა და მამაკაცის სასქესო ორგანოები მოიცილა.
შეგახსენებთ, მაიკლ ფრედ ფელპსი გამოჩენილი ამერიკელი მოცურავეა. სპორტის ისტორიაში მას რეკორდული 18 ოლიმპიური ოქროს მედალი აქვს მოპოვებული. გარდა ამისა ფელპსი ოლიმპიადის 22-გზის პრიზიორი და 26-გზის მსოფლიოს ჩემპიონია. უკანასკნელ ოლიმპიადაზე დაჯილდოებისას ფელპსს ყველა დროის და ხალხის უდიდესი ოლიმპიელი უწოდეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები