“ჩვენ თქვენი თხოვნის საფუძველზე ვეხმარებით სირიელ ხალხს ტერორიზმთან ბრძოლაში” – პუტინი კრემლში ასადს შეხვდა (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)
“ჩვენ თქვენი თხოვნის საფუძველზე ვეხმარებით სირიელ ხალხს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში, რომლებმაც სირიის წინააღმდეგ ომი გააჩაღეს. სირიის მოსახლეობა, პრაქტიკულად მარტო, უკვე მერამდენე წელია ებრძვის საერთაშორისო ტერორიზმს”,- განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა მის სირიელ კოლეგას.
კრემლში დღეს ვლადიმერ პუტინი ბაშარ ასადს შეხვდა. მხარეებმა სირიაში არსებული სიტუაცია განიხილეს. ასადმა რუსეთის პრეზიდენტს სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, დასავლურმა მედიამ ბოლო პერიოდში ხშირად დაადანაშაულა ვლადიმერ პუტინი, სირიაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად, მშვიდობიანი მოსახლეობის , მათ შორის რუსული ნაღმების შედეგად მცირეწლოვანი ბავშვების სიკვდილში.