სექსის დროს გარშემოც მიმოიხედეთ! – რატომ მოაჭრეს ახალგაზრდა ბიჭს ხელი?

ახალგაზრდა ბიჭი ხელის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც გოგონასთან ერთად, ელექტროტრანსფორმატორის ჯიხურში განმარტოება მოინდომა. ინფორმაციას www.1news.az ავრცელებს. უბედური შემთხვევა ბაქოში, ნასიმინის რაიონში მოხდა.

tr11

რაიონის პოლიციის განცხადებით, აზერბაიჯანის დედაქალაქში მცხოვრები 21 წლის ფაგან ფარაზლიევი და მისი შეყვარებული 20 წლის გოგონა, განმარტოებისათვის ელექტროტრანსფორმატორის ჯიხურში შეძვრნენ. შიგნით ბიჭმა გაუფრთხილებლობის შედეგად, ხელი სადენს მოკიდა, რის შემდეგაც მას დენმა დაარტყა. შემთხვევის დროს ბიჭს მეორე ხელი გოგონაზე ჰქონდა მოკიდებული, ამიტომ ელექტროენერგია მასზეც გადავიდა. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ბიჭიც და გოგონაც ელექტროენერგიის ძალამ ჯიხურის გარეთ გადმოყარა.

მიყენებული დამწვრობითა და ტრავმებით, ახალგაზრდები საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხეულის დაზიანება იმდენად ძლიერი იყო, რომ ექიმებს ახალგაზრდა ბიჭისთვის ხელის ამპუტაცია დასჭირდათ. მომხდარზე უკვე დაიწყო გამოძიება. წინასწარი ინფორმაციით, არსებობს 3 ვერსია, თუ რატომ დასჭირდათ ახალგაზრდებს ელექტრო ჯიხურში განმარტოება. სასიყვარულო პაემანის გარდა, განიხილება ასევე ვერსიებიც ცნობისმოყვარეობისა და ხულიგნობის შესახებ.

კომენტარები

სხვა სიახლეები