A-STUDIO-ს ქართველი სოლისტი ქეთა თოფურია ამბობს, რომ მას დეპუტატად გახდომა შესთავაზეს. თუმცა, მომღერალს მიაჩნია, რომ პოლიტიკა ყველაზე ბინძური სფეროა და შეთავაზებაზე უარი განაცხადა. პოლიტიკურ თემებზე შოუ-ბიზნესის ვარსკვლავმა თოქ-შოუ „სხვა რაკურსში“ ისაუბრა.
„საქართველოში ასეთი ერი ვართ – გამოვლენ, იკივლებენ: ავირჩიოთ, ავირჩიოთ. მერე გამოვლენ და რატო აგირჩიე, რატო აგირჩიეო. სხვათა შორის, მე მქონდა შემოთავაზება დეპუტატობაზე, მაგრამ არ მიყვარს იმ საქმის კეთება, რომელიც ბოლომდე მაგრად არ ვიცი, არ ვერკვევი და გული არ მიმიწევს. მით უმეტეს, ისეთი ბინძური სფეროა, პოლიტიკა არის ყველაზე საზიზღარი სფერო და ჩემი ემოციებით, ან მე გამპუტავენ, ან მე გავპუტავ ვიღაცას და მერე ძაან უნდა ვინერვიულო ყველაფერზე,“- აცხადებს მომღერალი.
თოფურიამ ქართულ-რუსულ ურთიერთობებსა და ექს-პრეზიდენტზეც ისაუბრა. რუსეთში მოღვაწე შემსრულებელი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილზე ის ნაწყენია, რადაგანაც იმჟამინდელმა ქვეყნის პირველმა პირმა, რომელიც მასთან მეგობრობდა, მოღალატაობაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულა.
ჩემზე ძალიან აისახა ქართულ-რუსული ურთიერთობები საქართველოში. იყო პერიოდი, როცა 9 მაისის კონცერტზე გამოვედი და ვიმღერე „Десятый батальон“ და ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა და კინაღამ თმები პირდაპირ ეთერში დამაპუტა – ეს მოღალატეო! რა შუაშია, არც მიფიქრია. ეს იყო CCCP-ის დროინდელი. ანუ, ბაბუაჩემი იბრძოდა ამ ომში და რატომ უნდა გადაეწყვიტათ, რომ შენ ხარ მოღალატე, იმიტომ რომ იმღერე მაგ კონცერტზეო? საერთოდ არც მიფიქრია! ძალიან საწყენი იყო, იმიტომ, რომ ვმეგობრობდით ამ პერიოდში და გასაგებია, რომ შეიძლება ეწყინა, მაგრამ მკითხე, დამელაპარაკე, იქნებადა ბოდიში მოგიხადო, იქნებადა გითხრა, რომ უბრალოდ ესე გამოვიდა“, – განაცხადა ქეთა თოფურიამ.
2008 წლის შემდგომ მომღერალი ხშირად დაადანაშაუალეს საკუთარი ქვეყნის ღალატში. რუსეთში იუნკერთა ხსოვნის დღეს გამართულ კონცერტზე შესრულებული სიმღერისთვის, მომღერლის მიმართ მწვავე განცხადებებს საქართველოში, როგორც პოლიტიკოსები, ასევე მედიაც აკეთებდა. „ქეთა თოფურიამ რუსულ ჯარს უმღერა – ეროვნებით ქართველმა პუტინს უმღერა“ – პრესაში და ტელევიაში მაშინ სტატიები და სიუჟეტები ამ სათაურით გამოჩნდა. მომღერალი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინს პირადად არ იცნობს, თუმცა, კულტურულ ღონისძიებებზე საერთო გარემოცვაში ერთად ხშირად აღმოჩენილან.
„პუტინს პირადად არ ვიცნობ, თუმცა დიდი სურვილი მაქვს მისი გაცნობის“, – აცხადებს რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი.
https://www.youtube.com/watch?v=jfuV2B06WtQ
https://www.youtube.com/watch?v=VYhq4Fpe7zU