გიყვართ გემრიელი კერძები? მაგრამ „რაღაც“ ან „ვიღაც“ გაიძულებთ დიეტა დაიცვათ! ფუდპანდა საუკეთესო დიეტას გთავაზობთ – მიირთვით ყველაფერი, რაც ყველაზე ძალიან გსურთ, თუმცა მოზომილად და ხშირად! ზოგადად დადასტურებულია, რომ ნორმალური კვება ყველაზე საუკეთესო დიეტაა. საუზმე, სადილი და ვახშამი უნდა მიირთვათ ყოველთვის ერთი და იგივე დროს და რაც მთავარია ვახშამი 19 საათის მერე აღარ უნდა მიიღოთ.
მაშინ არ დააყოვნოთ და ფუდპანდა მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. შემოიხედეთ www.foodpanda.ge -ზე! რთულია გემრიელზე და ძალიან გემრიელზე თქვა უარი, განსაკუთრებით, მომხიბვლელი შეთავაზების დროს! მით უფრო, თუ ვერ ახერხებ ობიექტში მისვლას… ფუდპანდა საყვარელ კერძებს პირდაპირ კართან მოგართმევს!
ფუდპანდა და მისი პარტნიორები მომხარებელს ყოველდღიურად სიურპრიზს სთავაზობენ. წინ სასიამოვნო დღეები გელით…. სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე – www.foodpanda.ge – სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას – ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში. „ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს. რჩვეა ფუდპანდასგან: კალორიების გამანდგურებელი 4 პროდუქტი, რომლის მიღებაც მომაბეზრებელ დიეტას აგარიდებთ: გრეიფრუტი, გოგრა, საქონლის ხორცი და მწვანე ჩაი. გრეიფრუტი გრეიფრუტის დიეტა ძალიან პოპულარულია, რაც ადამიანს ცხიმის მარაგთან ბრძოლაში რეალურად ეხმარება. მეთოდის არსი უმარტივესია – ნახევარი გრეიფრუტი ყოველი ჭამის წინ… მნიშვნელოვანია, რომ ამ დიეტას იცავდა უკვე ხანში შესული სოფი ლორენი, თუ ვახშამზე ზომიერებას გადააჭარბეთ, გრეიფრუტის ჭამა ვახშმის შემდეგ სცადეთ. გოგრა ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ გოგრა მშვენიერი პროდუქტია გამხდომისთვის. გოგრაში მხოლოდ 40 კალორიაა, მისი სტრუქტურა ქსოვილურია და ძალიან სასარგებლოა. უამრავმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ქსოვილური აგებულების პროდუქტები მარტო ჯანმრთელობისთვის კი არ არიან სასარგებლო, არამედ გახდომისთვის. გოგრა ძალიან ადვილად მზადდება, სანელებლებს, მუსკატის კაკალსა და ნუშს თუ დაუმატებთ, გემრიელიც ყოფილა, სასარგებლოც და დაბალკალორიულიც. საქონლის ხორცი ხორცი მოხდენილ ფიგურას ვნებსო, ასე ფიქრობდნენ ადრე. არადა თუ ხორცს ქონი არ აქვს, მაგალითად, საქონლის ხორცს, ის საუკეთესო საშუალებაა გასახდომად. პირველ რიგში, ეს პროდუქტი ცილებითაა მდიდარი, ცილები კი ძალიან სჭირდება ჩვენს ორგანიზმს. გარდა ამისა, ცილები უფრო ადვილად მუშავდება, ვიდრე ნახშირწყლები. ერთი ნაჭერი ხორცი განაყრებს და შიმშილს ვერ გრძნობ. მწვანე ჩაი მწვანე ჩაი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, შესანიშნავად მოქმედებს ორგანიზმზე და იდეალური ვარიანტია გასახდომად. ჩაი ნივთიერებათა ცვლას აძლეირებს, საჭმლის მონელებას აჩქარებს, ცხიმების წვაში გვეხმარება და შესაბამისად, ფიგურის პრობლემებსაც შველის. ფუდპანდა წარმატებებს გისურვებთ!
foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ. foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.
R