გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პარიზში ჩავიდა, სადაც „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა იმართება.ელისეის სასახლესთან მას საფრანგეთის პრეზიდენტის შეხვდა. ოლანდმა და მერკელმა ერთმანეთს ძალზე თბილად, ლოყაზე კოცნით მიესალმნენ. ამის შემდეგ, მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერი პუტინთან შესახვედრად წავიდა. მერკელის და პუტინის ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ე.წ. ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა გაიმართება გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინის და რუსეთის ლიდერების მონაწილეობით.