სტას ბანდარენკო: „მსახიობები იმისთვის ვწვალობთ, რომ მაყურებელმა საკუთარი იდეალი იპოვოს“ (ვიდეო)

 

ასაკის მიუხედავად, 30 წლის რუსმა მსახიობმა სტანისლავ ბანდარენკომ, დაახლოებით 40 ფილმში მიიღო მონაწილეობა. 2010 წელს თეატრში, მან ზურიკოს როლი შეასრულა (ნოდარ დუმბაძის „მე,ბებია, ილიკო და ილარიონი“). უამრავი როლის მიუხედავად, მაყურებელი დარწმუნებულია, რომ სტანისლავი ჰგავს ვლადს, – საკუთარ გმირს სერიალიდან „დამიბრუნე სიყვარული“. არის თუ არა მართლაც ასე, გავარკვიოთ გავარკვიოთ მისი ცხოვრების დედტალებიდან და გავიგოთ, რას ნიშნავს სიყვარული მსახიობისთვის.

სერიალი „დამიბრუნე სიყვარული“ ძალიან პოპულარული გახდა, როგორ ფიქრობთ რატომ?

-მე ვფიქრობ, იმიტომ, რომ გულით იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. რა თქმა უნდა, ბევრი პროექტი კეთდება ასე, მაგრამ ჩვენ დროც საკმარისი გვქონდა, რომ ხარისხიანი პროდუქტი შეგვეთავაზებინა მაყურებლისთვის, რისთვისაც პროდიუსერებს მადლობას ვუხდი. თვითონ ისტორიაც არ არის ბანალური და ამის გარდა, ყველა გულმოდგინედ მუშაობდა საკუთარ პერსონაჟზე.

რითი დაგამახსოვრდათ გადაღება?

– პირველ რიგში ჯგუფით, ვისთანაც ვმუშაობდი. ისინი პროფესიონალები არიან. ერთმანეთს ძალიან დავუახლოვდით და გადაღების დროს არცერთხელ არ გვიჩხუბია და გადასაღებ მოედანზეც სიხარულით მოვდიოდით. და რაც მთავარია, ვმუშაობდით საკუთარ პერსონაჟებზე, რა სცენაც არ უნდა ყოფილიყო – დრამატული თუ „კასკადიორული“.

რაც შეეხება სიყვარულს, როგორ ფიქრობთ, მთავარი გმირი კარგად იქცევა?

-ამას მე ვერ გეტყვით. ეს მაყურებელმა უნდა გადაწყვიტოს.

მაგრამ, თქვენ და თქვენი გმირი ერთმანეთს ძალიან გავხართ.

-ჩვენ ვგავართ სითბოთი და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობით, მაგრამ ვლადს უფრო მკაცრი ხასიათი აქვს, როგორც მამაჩემს. ვლადს მამასთან არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს.

თქვენ მეგობრობთ მშობლებთან?

კი, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ყოველთვის გვერდში მიდგანან და ყველაფერი მოსწონთ. ზოგჯერ მინდა კიდეც, რომ რამე არ მოეწონოთ, მაგრამ ყველაფერი მოსწონთ (იცინის).

რა თქვა დედათქვენმა სერიალზე „დამიბრუნე სიყვარული“?

-ის ამაყია საკუთარი ვაჟით.

სერიალის გადაღბა ზღვაზეც მიმდინარეობდა. გიყვართ ზღვა?

-რა თქმა უნდა, მე ხომ „კახოვზკის“ წყალსაცავთან გავიზარდე, ასევე ბავშვობაში აზოვსკის სანაპიროზე ვისვენებდი. ამიტომ ყირიმში გადაღება ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. ამასთანავე, ზღვაზე მაცხოვრებელ ხალხს ვუგებ.

ახლა თქვენ ზღვისგან შორს ცხოვრობთ. მოსკოვი არის უკვე თქვენთვი მშობლიური?

-კი, რა თქმა უნდა. მე აქ უკვე 18 წელია ვცხოვრობ. ის ჩემი მშობლიური ქალაქია. ვეგუები და ზაფხულობით ოჯახთან ერთად ველოსიპედით ვსეირნობთ.

ქუჩებში გცნობენ? ინტერნეტი თქვენი ფოტოებით გადატვირთულია და თქვენი თაყვანისმცემლები თვლიან, რომ სექს-სიმბოლო ხართ. როგორ ეგუები ამ ამპლუას?

-ძალიან წყნარად აღვიქვავ, თუ ასე თვლიან, კარგია. მსახობები ამისთვის ვწვალობთ, რომ მაყურებელმა საკუთარი იდეალი იპოვოს და თუ იპოვა, ესეიგი ტყუილად არ ვწვალობთ.

თქვენს გმირს ვლადს ყველამ დაუჯერა. და არ ფიქრობთ, რომ ცხოვრებაში ასე არ ხდება?

-რატომ არ ხდება? ხდება უარესიც. უბრალოდ ყველა ისტორია სერიალად ვერ გადაიქცევა და ვერც „ჰეფი ენდი“ ექნება.

თქვენი საკუთარი სიყვარულის ამბავი საკმაოდ საინტერესო და ლამაზია. თქვენ შეხვდით იულას, შემდეგ დაშორდით და ბედმა კვლავ შეგახვედრათ. ეს სიყვარულის მშვენიერ ისტორიას გავს.

-მე ასე არ ვიტყოდი, ეს იყო ადამიანის ბრძოლა სიყვარულისთვის. ტანჯვა, რომ ვკარგავდი მას. წარმოიდგინეთ , რომ საყვარელ ადამიანთან ვერ იქნებით. რას გააკეთებდით, თქვენ რა გზას მოძებნიდით? არც თუ ისე ადვილია შორიდან უყურო ადამიანს, ვინც გიყვარს და ეხმარებოდე მას. მაგრამ ნორმალურია. ჩვენ უკვე მერვე წელია რაც ცოლ-ქმარი ვართ.

თქვენ გეზრდებათ ვაჟი. კარგი მამა ხართ?

-ჩვენი შვილი უკვე ექვსი წლის არის. მე ვცდილობ დიდი დრო გავატარო მათთან, მაგრამ სახლში არ ვზივართ. გავდივართ ქალაქ გარეთ, მეგობრებთან, ექსტრემალურად ვმოგზაურობთ, სერფინგი, ცურვა… რთულია განვსაჯო კარგი მამა ვარ, თუ ცუდი. მაგრამ ვცდილობ ბავშვს განათლება მივცე და აღვზარდო ისე, რომ როდესაც გაიზრდება, თვითონ აირჩიოს, რა უნდა და როგორ უნდა იცხოვროს.

თქვენი შვილი ძალიან გგავთ, ასეთივე აქტიურია?

-როგორც დედაჩემი ამბობს, ზედგამოჭრილი მე ვარ. მაგრამ მე ვთვლი, რომ ის ჰიპერაქტიურია. ახლა მაგალითად სურს ფეხბურთელი გახდეს და სულ ბურთს დასდევს.

რაიმე ბრძნულ გამონათქვამს ხომ არ გაუზიარებდით მაყურებელს?

-არავის გაუკეთოთ ცუდი, მხოლოდ სიკეთე აკეთეთ!

მაგრამ ეს ხომ რთულია?

-ადამიანები განსხვავდებიან. ზოგი ძალიან შურიანია, ზოგი ბოროტი. მე ყოველთვის მოხარული ვარ იმ ადამიანების გამო, ვინც გვერდში მყავს და ეს ძალიან მეხმარება ცხოვრებაში, დამიჯერეთ.

small_f88bff327bcc7c09eab3fb30c8f71987

4_eh1xIMCbY

ff0fffc97a871c39e2c44b6102add92d

original

small_3e9c6a3bf86304c299c930ae1181bd90

small_70baebbf474d4591cac1fc327192447f

small_85aeaef3476c2ac4b870ceb7d40d9403

small_55712dc46e834ecf40d187c2cca7263a

Wm6SVAEgu-Y

კომენტარები

სხვა სიახლეები