მიშელ ობამა და შარლიზ თერონი: ჭკვიან გოგოებს არ სჭირდებათ სულელი ბიჭები! (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი მიშელ ობამა და „ოსკარის“ პრემიის ლაურეატი შარლიზ თერონი თვლიან, რომ ჭკვიან გოგოებს არაფერში სჭირდებათ სულელი ბიჭები. ეს განცხადება პრეზიდენტის მეუღლემ და ჰოლივუდის ვარსკვლავმა ნიუ-იორკში, ჟურნალ GLAMOUR -ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე – „გოგონათა განათლების ძალა“  გააკეთეს.

 „არაფერია იმაზე მეტად სექსუალური, ვიდრე ჭკვიანი გოგონა. ჩვენ გვეუბნებიან, რომ უნდა ვიცხოვროთ სანიმუშოდ და შაბლონურად, განსაკუთრებით კი ქალებმა. ახლა კი დადგა დრო, ამ ჩარჩოების დამსხვრევის. ნუ დაელოდებით, რომ ამას მამაკაცები იზავენ. ჩაიხედეთ სარკეში, შეხედეთ საკუთარ თავს და უთხარით – მე ვარ სექსუალური, მიმზიდველი, ჭკვიანი. მე ვარ გამბედავი, ძლიერი და მე მაქვს ხმა. მე სასიამოვნოდ გამოვიყურები ამ ჯინსებში. მერე რა, თუ არ მაქვს გრძელი თმა და ჩემი ვარცხნილობა მოკლეა, სამაგიეროდ მე გოგონა ვარ და მე ვარ სასურველი და ცხელი“,- აღნიშნა 40 წლის მსახიობმა.

 მსახიობის შეხედულებას ამერიკის პირველი ლედიც დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ქალებმა საკუთარი თავის მეტად დაფასება უნდა ისწავლონ.

 „მოდით ჩამოვყალიბდეთ, რომ თქვენ არ გსურთ იმ ბიჭთან ერთად ყოფნა, რომელიც მეტად სულელია იმისთვის, რომ მიხვდეს, თუ რაოდენ ჭკვიანი ახალგაზრდა ქალი ხართ. თქვენ ვერ იქნებით წარმატებული იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც თქვენ ქვემოთ გექაჩებიან“, – განაცხადა ამერიკის პირველმა ლედიმ.

 ამას გარდა, მიშელ ობამამ წვეულებაზე დამსწრე  ახალგაზრდა გოგონების გასაგონად აღნიშნა, რომ თუ კი ის მათ ასაკში ინერვიულებდა იმაზე, თუ ვის მოსწონდა ან არ მოსწონდა, მაშინ ის ვერც ამერიკის მომავალ პრეზიდენტს გაჰყვებოდა ცოლად და ვერც ქვეყნის პირველი ლედი გახდებოდა ვერასდროს.

 შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მსოფლიოს მასშტაბით ქალთა განათლების საკითხზეც. ამერიკის პირველი ლედი აქტიურადაა ჩართული ამერიკელი ახალგაზრდებისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესისა და განათლების დონის ამაღლების პროპაგანდაში. გავრცელებული ინფორმაციით, მიშელ ობამა ამ საკითხზე შეხვედრებს კვლავ გააგრძლებს.

https://www.youtube.com/watch?v=YPfNWQPujuo&feature=youtu.be

2CE7F7C300000578-3253991-image-m-60_1443559010456 2CE84B0C00000578-0-image-a-41_1443557272764 2CE85B6800000578-3253991-image-m-61_1443559173233 2CE85BF800000578-3253991-image-m-58_1443558856060 (1) 2CE85BF800000578-3253991-image-m-58_1443558856060 2CE85C9200000578-3253991-image-m-57_1443558773116 2CE90F2700000578-3253991-Fan_Theron_tweeted_her_admiration_for_the_First_Lady_following_t-m-59_1443558996322 2CE855CB00000578-3253991-image-m-65_1443559409545 2CE855E600000578-3253991-image-m-68_1443559541761 2CE8542D00000578-3253991-Like_minds_The_two_leading_ladies_clearly_admired_each_other_and-a-5_1443562429077 2CE8534100000578-3253991-image-m-56_1443558459601 2CE8543100000578-3253991-image-m-67_1443559430632 2CE8543500000578-3253991-image-m-55_1443558337474 2CE8590600000578-3253991-image-m-70_1443559701152 2CE9112900000578-3253991-image-m-62_1443559314622

კომენტარები

სხვა სიახლეები