ირანში ქალთა ნაციონალური საფეხბურთო გუნდის ოთხმა წევრმა დროებითი დისკვალიფიკაცია მიიღეს. გენდერულმა ტესტმა აჩვენა, რომ სპორტსმენები რომლებიც ქალებად ასაღებდნენ თავს, სინამდვილეში კაცები იყვნენ.
გუნდის 4 წევრი, რომლებიც საუკეთესო მოთამაშეებად ითვლებოდნენ, გენდერის შეცვლას აპირებენ. ისლამურ სახელმწიფოში რელიგიური შეზღუდვების მიუხედავად, შესაბამისი ოპერაციის გაკეთების შემდეგ, მოთამაშეები შეჯიბრამდე თამაშზე მაინც დაიშვებიან.
ამიერიდან, ყველა ირანელი ფეხურთელი გაივლის გენდერის ტესტს იქამდე, სანამ კონტრაქტს ამა თუ იმ კლუბთან დადებენ.
ირანის ფეხბურთის ფედერაციის სამედიცინო კომისიის თავმჯომარემ, აჰმად ჰაშეიმანმა აღნიშნა, რომ თუ სპორტსმენები ოპერაციის შემდგომ კვლავინდებურ ფორმას აღიდგენენ, მათ ქალთა ფეხბურთში დაბრუნება შეეძლებათ.
Next Post
სხვა სიახლეები