ანათემა

ანათემა — საეკლესიო განკვეთა, დაწყევლა, შეჩვენება ქრისტიანულ ეკლესიაში უდიდესი სასჯელია. ქართულ ეკლესიაში ანათების შესატყვისად ზოგჯერ იხმარება „შერისხვა“.იგი წარმოადგენს უმძიმეს საეკლესიო სასჯელს.
ანათემა, ანუ ყოვლითურთ განკვეთა, ნიშნავს პირის მოკვეთას მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღიდან. როგორც წესი, ანათემის შესახებ განაჩენის გამოტანის უფლება აქვს მხოლოდ სასულიერო პირთა კრებას.
მისი აღსრულების შემდეგ, ადამიანი აღარ ეკუთვნის მართლმადიდებელ ეკლესიას. იგი ითვლება სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლად და მის, როგორც არამართლმადიდებლის მიმართ საეკლესიო კანონები აღარ ვრცელდება. ადამიანი რჩება დაუცველი და მას თავს ყველანაირი უბედურება ატყდება.
წყევლა – ღმერთის სახელით კაცის შეჩვენება, ქრისტიანული ზნეობის საწინააღმდეგო და ყველაზე საშინელი ცოდვაა. მიუხედავად ამისა, ქრისტიანები იყენებდნენ ანათემაზე გადაცემას, რაც იგივე წყევლაა. ის სათავეს წარმართული დროიდან იღებს, რაც სრულიად ეწინააღმდეგება მართლმადიდებლური ეკლესიის მსოფლმხედველობას და მორალს.
სინამდვილეში, ანათემა მაგიური რიტუალია, რომელშიც ღმერთი არანაირ მონაწილეობას არ იღებს!
ყველა ჩვენთაგანს აქვს ძალა თავისი სიტყვით და აზრით (აზროფორმა) შეცვალოს რეალობა -სხვისი ან საკუთარი. რეალურად, ანათემის რიტუალის ჩატარების დროს მისი წარმომთქმელი უშვებს ნეგატიურ ენერგიას, რომელიც აზიანებს ადამიანის დამცავ (ეთერულ და ასტრალურ) სხეულებს, რაც მომავალში „მსხვერპლს“ფიზიკურ დონეზე დიდ ზიანს მიაყენებს.
ანათემის ნაირსახეობა გვხვდება კათოლიციზმშიც „ფსალმოკატარას“ სახელით. ფსალმოკატარა წარმოადგენდა ღვთის სამსჯავროს ნაირსახეობას და გამოიყენებოდა ერეტიკოსებისა და მკვლელების მიმართ. მისი მიზანი იყო არა მხოლოდ ადამიანის სრულად გამიჯვნა ეკლესიისაგან, არამედ დაწყევლილის ეშმაკის ხელში გადაცემა. ამგვარად, დაწყევლილი რამდენიმე დღის შემდეგ კარგავდა სასიცოცხლო ენერგიას, რასაც ლეტალური შედეგი მოსდევდა.
კლასიკური ფსალმოკატარა ტარდებოდა ეკლესიაში. მასში მონაწილეობას 7 მღვდელი იღებდა (როგორც მირონცხების საიდუმლოს დროს,რომლის შესასრულებლად როგორც ცნობილია საჭიროა 7 მღვდლის მსახურება) თითოეული მღვდელი ართმევდა სულიწმინდის თითოეულ სახეს (სული უფლისა,სული სიბრძნისა,სული გონებისა,სული რჩევისა,სული სიმაგრისა,სული მჭვრეტელობისა და ღვთის შიშის სულს).
ფსალმოკატარის დაწყების წინ, ტარდება ლიტურგია,შემდეგ მღვდლები ანაფორებს უკუღმა ისხამდენ, უკუღმა იცვამდნენ ფახსაცმელს, გადიოდნენ ტაძრის შუაგულში, სადაც შვიდი შავი სანთელი და ძმრიანი ფიალა იდგა. შემდგომ, თითოეული მღვდელი კითხულობდა ნაწყვეტს ფსალმუნიდან და იუდას ტროპარიდან. ამგვარად, ადამიანის სული გადადიოდა ლუციფერის ხელში.
ანათემა

ანათემის „აღსრულებაში“ ღმერთი არავითარ მონაწილეობას არ იღებს. ანათემის პრინციპი მარტივია – ეს არის ადამიანის (მღვდლის) მიერ შექმნილი ენერგოინფორმაციული „ბურთი“, რომელსაც აქვს ბრძანება ( წყევლის სიტყვები), ამგვარად ენერგობურთი, რომელშიც არის ნეგატიური მნიშვნელობის „კოდი“ აღწევს სიგნიფიკატორს (ადამიანს, რომელზეც ტარდება ანათემა). ფაქტიურად ეს ჩვეულებრივი წყევლაა! მაშასადამე, თუ ჩვეულებრივ წყევლაში ღმერთის ხელი არ ურევია, რით განსხვავდება სხვა წყევლისგან ანათემა?! – არაფრით. ღმერთი – ეს ყოვლისმომცველი სიყვარულია და თუკი ეს ასეა და ვეთანხმებით ამ მოსაზრებას, მაშინ რა შუაშია დასჯა, მით უმეტეს ამგვარი მეთოდით? აქვე გაგაცნობთ, თუ რა შემთხვევაში გადაეცემა ადამიანი ანათემაზე:
1 . „თუ ვინმე არ აღიარებს, რომ ჭეშმარიტად ღმერთია ემმანუელი და ამის გამო, ღვთისმშობელია წმინდა ქალწული, რადგან ხორციელად შვა მან ხორცქმნილი სიტყვა მამაღმერთისა, ანათემა!
2. თუ ვინმე არ აღიარებს, რომ მამაღმერთის სიტყვა ჰიპოსტასურად შეუერთდა ხორცს, რომ ერთია ქრისტე თავისი ხორცითურთ და რომ თვითვეა, ცხადია, ღმერთიც და ამასთან ადამიანიც, ანათემა!
3. თუ ვინმე ერთ ქრისტეში განყოფს ჰიპოსტასებს შეერთების შემდეგ და შეაკავშირებს მათ მხოლოდ ღირსებისმიერი ან თვითუფლებრივი ან ძალმოსილებითი თანაშეკავშირებით და არა, უმალ, ბუნებითი შეერთების შესაბამისი თანაშერთვით, ანათემა!
4. თუ ვინმე სახარებისეული და სამოციქულო ნაწერების სიტყვებს, ანდა ქრისტეს შესახებ წმინდანთა გამონათქვამებს ან კიდევ თვით მის მიერვე, თავის თავზე თქმულთ ორი პირისადმი, ანუ ჰიპოსტასისადმი განყოფს და ერთ ნაწილს განუკუთვნებს მას, როგორც ადამიანს, მამაღმერთის სიტყვისგან განცალკევებით მოაზრებულს, მეორე ნაწილს კი, როგორც ღვთის შესაფერისს, მხოლოდ მამაღმერთის სიტყვას, ანათემა!
5. თუ ვინმე იკადრებს თქმას, რომ ღმერთშემოსილი ადამიანია ქრისტე და არა, უმალ, ჭეშმარიტად ღმერთი და ერთი და ბუნებითი ძე, როგორც ხორცქმნილი სიტყვა და ჩვენს მსგავსად სისხლთან და ხორცთან ზიარებული, ანათემა!
6. თუ ვინმე ამბობს, რომ მამაღმერთის სიტყვა არის ქრისტეს ღმერთი და მეუფე და თუ ვინმე უმალ თვით არ აღიარებს ერთობლივად ღმერთად და ადამიანად, როგორც ხორცქმნილ სიტყვას, თანახმად წერილისა, ანათემა!
7. თუ ვინმე ამბობს, რომ იესო, როგორც ადამიანი, მოქმედებდა ღვთის სიტყვის მიერ და რომ მას უკავშირდებოდა მხოლოდშობილის დიდებულება, როგორც თითქოსდა მხოლოდშობილისგან განსხვავებულს, ანათემა!
8. თუ ვინმე იკადრებს თქმას, რომ საჭიროა ღმერთ-სიტყვასთან ერთად მისგან მიღებული ადამიანის თანათაყვანისცემა, თანადიდება და ღმერთად თანაშერაცხვა, როგორც სხვისა სხვასთან (რადგან წინდებული „თანა” ყოველთვის იმას გვაიძულებს, რომ შემატებულობა ვიფიქროთ) და თუ ვინმე უმალ ერთი თაყვანისცემით არ სცემს პატივს ემმანუელს და ერთ აღსარებას არ უკავშირებს მას, როგორც ხორცქმნილ სიტყვას, ანათემა!
9. თუ ვინმე ამბობს, რომ ერთი უფალი იესო ქრისტე იდიდება სულიწმინდის მიერ, რომ არის იგი თავისი ძალის, როგორც თითქოსდა უცხოს, გამომყენებელი და რომ სულიწმინდისგან იღებს იგი შემძლეობას, რათა იმოქმედოს უწმინდური ძალების წინააღმდეგ ან აღასრულოს ადამიანების წინაშე საღვთო ნიშნები, და თუ თავისვე საკუთრად არ იტყვის სულიწმინდას, რომლის მიერ იმოქმედა მან, აგრეთვე, საღვთო ნიშნები, ანათემა!
10. საღვთო წერილი ამბობს, რომ ჩვენი აღსარების მღვდელმთავარი და მოციქული გახდა ქრისტე, ხოლო ჩვენს გამო თავისი თავი შესწირა მან ღმერთსა და მამას „კეთილსურნელების საყნოსელად“ (ეფეს. 5.2). ამიტომ, თუ ვინმე იტყვის, რომ ჩვენი მღვდელთმთავარი და მოციქული გახდა არა თვით სიტყვა მამაღმერთისა, რაჟამს იქმნა იგი ხორცი და ჩვენებრ ადამიანი, არამედ – სხვა ვინმე, განსხვავებული მისგან, კერძოდ, ადამიანი, რომელიც ქალისგან იშვა. ანდა, თუ ვინმე იტევის, რომ თავისი თავისთვისაც შესწირა მან მსხვერპლი და არა, უმალ, მხოლოდ ჩვენთვის, რადგან არ საჭიროებდა მსხვერპლს ის, ვინც არ იცოდა ცოდვა, ანათემა!
11. თუ ვინმე არ აღიარებს, რომ უფლის სხეული ცხოველმყოფელია და რომ საკუთარია იგი თვით მამაღმერთის სიტყვისა, არამედ – რომ სხვა ვინმესია იგი, სიტყვისგან განსხვავებულისა, რომელიც დაკავშირებულია სიტყვასთან ღირსებით, ანუ თითქოსდა მხოლოდ იმით, რომ სიტყვას მასში აქვს მკვიდრობა, და თუ ვინმე არ აღიარებს, რომ იგი, როგორც ვთქვით, ცხოველმყოფელია უმალ იმით, რომ გახდა საკუთარი სხეული სიტყვისა, რომელსაც ძალუძს ცხოველყოს ყოველივე, ანათემა!
12. თუ ვინმე არ აღიარებს, რომ ღვთის სიტყვა ხორცით ევნო, ხორცით ჯვარსეცვა, ხორცით იგემა სიკვდილი და გახდა პირმშო მკვდართა, რადგანაც არის იგი სიცოცხლე, ცხოველმყოფელი, და ღმერთი, ანათემა!“

წყარო:http://geoastro.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები