უცნაური საცხოვრებელი უსახლკარო ტაილანდელებმა გამოუსადეგარ თვითმფრინავებში მოიწყვეს. ეს უცნაური რკინის სასაფლაო ბანკოკში მდებარეობს. ყოფილი სამგზავრო ლაინერები საცხოვრებელ სახლებად მიუსაფარმა სამმა ოჯახმა გადააკეთა. უსახლკაროებმა რომლებიც ჯართის შეგროვებით იყვნენ დაკავებულნი, გადაწყვიტეს, რომ მწყობრიდან გამოსული და გადაყრილი თვითმფრინავების ნაწილები ჯართის სახით გაეყიდათ, დიდ გამოუსადეგარ რკინის კონსტრუქციაში კი, თავად დაედოთ ბინა. ჯართის ჩაბარებით ისინი, ყოველდღიურად რამდენიმე დოლარსაც შოულობენ.