ადამიანის ფანტაზიის უნარს საზღვარი არ აქვს. არსებობენ ისეთი იღბლიანები, რომელთა იდეებიც, რაც არ უნდა აბსურდულად გვეჩვენოს, მაინც წარმატებით სარგებლობს.
აფრიკული კუბოები
განაში მცხოვრებმა გონებამახვილმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ სამგლოვიარო პროცესიისადმი შემოქმედებითი მიდგომა გამოეხატათ. გასაკვირია, მაგრამ ზოგს სურს, რომ „კოკა-კოლას“ ბოთლებში დამარხონ, ზოგი კი ფეხსაცმელში საუკუნო ძილზე ოცნებობს. მოკლედ, ფულის გადახდის შემთხვევაში ახირება აგისრულდებათ! აფრიკელი მეწარმეები წარმატებით ყიდიან პროდუქციას ევროპასა და აშშ-ში. ასეთი სიამოვნება 1000$ ღირს.
ხახვის შვილად აყვანა
47 წლის კონორმა, დიდი ბრიტანეთის კენტების საგრაფოდან, მეგობრებთან ერთად გახსნა სააგენტო, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს ხახვის შვილად აყვანას. სააგენტოს ვებგვერდზე: adoptapickledonion.com წარმოდგენილნი არიან „ბავშვები“. შეკვეთის გაფორმების შემთხვევაში ხახვს ბედნიერ ცხოვრებას აჩუქებ. მომსახურების ღირებულება 8 ევროს შეადგენს, რაც ხახვის მოყვარულთათვის სავსებით სოლიდური თანხაა. ბიზნესმა მხოლოდ 1 წელი იარსება.
თვითმკვლელთა დახმარება
სააგენტო Last Tour ნებისმიერ მსურველს სთავაზობს საექსკურსიო პროგრამას. კომპანიის თანამშრომლები ტურის მონაწილეებს მოატარებენ და ანახვებენ ყველა იმ ადგილს, სადაც ყველაზე მეტი თვითმკვლელობა მოხდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი წინასწარ იხდის 50$-ს და თავისი გეგმის ასასრულებლად საინტერესო ადგილს პოულობს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბიზნესი წარმატებულად განაგრძობს არსებობას.
იაპონელი მეგობარი
არასდროს მოგსვლიათ აზრად, მეგობრის დაქირავება? იაპონელებში კი ასეთი მომსახურება ძალიან პოპულარულია. სააგენტო Hagemashi Tai-ის მეშვეობით შესაძლებელია იქირაო მეგობარი, რომელსაც დაბადების დღეზე ან დაკრძალვაზე მოიწვევს. შეგიძლია ასევე დაიქირავო ცოლი ან ქმრი, ან თუნდაც – ორივე ერთად. როლს პროფესიონალი მსახიობები შეასრულებენ.
დანაშაულის ადგილის დალაგება
Murder Scene Mop Up-ის კომპანია(აშშ) დანაშაულის ადგილებს ალაგებს. კომპანიის დამაარსებლის თქმით, სამუშაო ძალიან ბინძურია და, შესაბამისად, ცოტას თუ უნდა ამ საქმის კეთება. სწორედ ამიტომაც მათი მომსახურებით ბევრი სარგებლობს და წელიური ბრუნი 2 მილიონ დოლარს შეადგენს.