ღალატი ოდითგანვე დასჯადი ქმედება იყო და ზოგიერთ ქვეყანაში არსებობდა კონკრეტული სანქციები, რომლებიც მოღალატე ცოლებზე ვრცელდებოდა.
როგორ უნდა დაისაჯოს ქალი, თუ მან მეუღლეს უღალატა?
უძველეს დროში, დანიაში ქალი ღალატისთვის სიკვდილით ისჯებოდა, თუმცა მაშინ ადამიანის მკვლელობისთვის მხოლოდ ჯარიმას ახდევინებდნენ.
მონღოლები ქალს ღალატისთვის ორად ანაწევრებდნენ.
უძველეს დროში, ბრიტანეთშიც მოქმედებდა სიკვდილით დასჯის მექანიზმი: მოღალატე ქალს წამებით კლავდნენ.
ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ქმარი უფლებამოსილი იყო, მოღალატე ცოლი თავად დაესაჯა; რა სადამსჯელო ღონისძიებას დაუწესებდა, ამას თავად წყვეტდა.
მაიას ტომები უძველეს დროში მოღალატე ქალს ცხვირს აჭრიდნენ.
აღმოსავლეთ რომის იმპერიაში მოღალატე ქალს ბაზარზე ისე ყიდდნენ, როგორც ჩვეულებრივ პროდუქტს.
1964 წელს, ჰააგაში, საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს რეზოლუცია: “ცოლქმრული ღალატი არ შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულად, რის გამოც ის არ ექვემდებარება სამართლებლივ დასჯას”.
იტალიასა და საფრანგეთში სამართლებლივი დასჯა მხოლოდ 1975 წელს გააუქმეს, თურქეთში- 1996 წელს, ბრაზილიაში- 2005 წელს, ხოლო მექსიკაში- 2011 წელს.
შვეიცარიაში ღალატის შემთხვევაში, მოღალატეს ახლაც 3 წლით ეკრძალება ხელმეორედ ქორწინება.
საუდის არაბეთში ღალატისთვის დღესაც ქვებით ჩაქოლვაა მიღებული.
თურქეთში ღალატისთვის 1996 წლამდე ისჯებოდა როგორც ქალი, ასევე მამაკაციც… მოღალატეს 5 წელი ციხე ემუქრებოდა.
ირანში, მავრიტანიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სუდანში, ნიგერიაში, შარიათის შესაბამისად, მოღალატეს ქვებით ჩაქოლვა ემუქრება; ეს კანონი მხოლოდ ქალებზე ვრცელდება.
პაკისტანში ქალს ღალატისთვის ჩამოხრჩობა ემუქრება.
ავღანეთში გარდამავალმა მთავრობამ რელიგიური მორალის პოლიცია შექმნა. ღალატისთვის დასჯა მრავალფეროვანია: სახალხო შეურაცხყოფით დაწყებული, 10-წლიანი პატიმრობით დამთავრებული.
ინდონეზიაში ცოლქმრული ღალატი 15-წლიანი პატიმრობით ისჯება.
საქართველოში ღალატი სამართლებრივად არ ისჯება, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როდესაც მოღალატე ცოლს ქმარი თავად უსწორდება. საქმე ზოგჯერ მკვლელობამდეც კი მიდის…