დედა ციყვმა პატარა დღნაშვები ბუნებაში „გაასეირნა“ (ფოტოკოლაჟი)

ოთხი პატარა ციყვის დედა ფოტოგრაფმა ნატალი ჯეფერსმა იორკშირის ტყეში დააფიქსირა. დედა ციყვმა შვილების უსაფრთხოების მიზნით, ახალი ბუდე ხეზე გაიკეთა და 4 პატარა სწორად ახალ სახლში გადაჰყავდა, რა დროსაც ის ფოტოგრაფმა დააფიქსირა.
„ეს საოცარი სანახაობა იყო. დედა ციყვმა ახალშობილ დღნაშვს პირი მოჰკიდა და ელვის სისწრაფით ხეზე, ახალ ბუდეში აიყვანა. შემდეგ მალევე უკან დაბრუნდა და იგივე გაიმეორა, სანამ ოთხივე ახალშობილი უსაფრთხო გარემოში არ დააბინავა. ეს იყო აკრობატული მინი-სანახაობა“,- ამბობს ფოტოგრაფი.
მომხიბვლელ ფოტოებზე ჩანს, რომ გადაყვანის პროცესში პატარა ციყვებს ეძინათ და თბილი საძინებლის შეცვლა არც გაუგიათ. ფოტოგრაფის თქმით, გადაყვანის სწრაფ პროცესში დედას ერთი შვილი პირიდან გაუვარდა და ხიდან ჩამოუვარდა, თუმცა, უმალვე უკან დაბრუნდა და ჩამოვარდნილი დღნაშვიც ახალ ბუდეში აიყვანა.

11938067_1037379449628889_305686811_n 11949820_1037379446295556_981986889_n 11992067_1037379466295554_421160338_n 11992103_1037379456295555_647700069_n 11992154_1037379462962221_268888300_n 11997141_1037379452962222_409152048_n

კომენტარები

სხვა სიახლეები