გამოიყენე ვაუჩერის კოდი PANDABURGER და მიიღე ფასდაკლება

კიდევ ერთი გემრიელი შემოთავაზება! გიყვართ Burger Bar-ის ბურგერები? მაშინ არ დააყოვნოთ და ფუდპანდა ბურგერების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. შემოიხედეთ www.foodpanda.ge -ზე! რთულია გემრიელ ბურგერზე თქვა უარი, განსაკუთრებით, მომხიბვლელი ფასდაკლების დროს!
ფუდპანდა და მისი პარტნიორები მომხარებელს ყოველდღიურად სიურპრიზს სთავაზობენ. გამოიყენე ვაუჩერის კოდი PANDABURGER შეკვეთის დროს და მიიღე 30 პროცენტიანი ფასდაკლება! წინ სასიამოვნო დღეები გელით….
სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე – www.foodpanda.ge – სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას – ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში. „ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს.
გთავაზობთ ყველაზე გემრიელ რეცეპტს და ამ შემთხვევაში „მის აწყობას“
ინგრედიენტები 1 ბურგერისთვის: საქონლის ხორცი, გატარებული – 100 გრ (6 ბურგერისთვის 650 გრ ); მარილი და შავი პილპილი – მწიკვი; კეჩუპი – ½ ჩაის კოვზი (უკეთესია ჰაინცი); მდოგვი – ½ ჩაის კოვზი (მოტკბო); ხახვი, წვრილად დაჭრილი – ½ ჩაის კოვზი; კიტრის მწნილი კამით – 2 თხელი ნაჭერი; ბურგერის ბუნთუშა – 1 ცალი, მდნარი ყველის ნაჭერი – ჩიზბურგერითვის.
რაზეც ყურადღება მისაქცევია, ეს არის ხორცის ცხიმიანობა – რადგან უცხიმოდ იწვება, ამიტომ ხორცი თავიდანვე უნდა იყოს საჭირო ცხიმიანობის, რეცეპტებით რეკომედებულია 20 %, თუმცა მე 10 % ცხიმიანობით ვამზადებ და ეს ცხიმიც ყოფნის. კიტრის მწნილი – ამერიკული ბურგერისთვის აუცილებელია კამით დანწნილებული კიტრი, რაც განსხვავებულ, პიკანტურ გემოს აძლევს, ამ სახეობას ხშირად უწუდებენ „გერკინს“. მდოგვზეც, რბილი სასურველია, უფრო ცხარე, მძაფრი მდოგვი დამახასიათებელია ევროპული ტიპის ბურგერებისთვის.
ინვენტარი: ტაფა – სქელძირიანი;
მომზადების წესი: გატარებული ხორცი დააბრტყელეთ 5-6 მმ სისქემდე, წრის ფორმაზე; დიამეტრი უნდა იყოს იმაზე ცოტა დიდი ვიდრე ფუნთუშა. დაახლოებით 1 სმ მეტი დიამეტრით; არ შეკმაზავთ, (მარილს და პილპილს ხორცს მოაყრით შეწვის დროს); გაბრტყელებეული ხორცი მოათავსეთ რაიმე ბრტყელ ზედაპირზე და შედგით საყინულეში 1-2 საათი, გაახურეთ ტაფა და ჯერ გააცხელეთ ჰამბურგერის ფუნთუშები – ორი ნაწილისგან უნდა შედგებოდეს, თუ თავიდანვე არ არის გაჭრილი – თქვენ გაჭერით. 30 წამი საკმარისია გასაცხელებლად, შემდეგ ამ გახურებულ ტაფაზე დადევით ხორცი (ცეცხლი უნდა იყოს მაღალი) და შეწვით 60-90 წამი; მოაყარეთ მარილი და პილპილი და გადაატრიალეთ, ოდნავ დააჭირეთ გადასაბრუნებელი ნიჩაბი, რომ კარგად დაიბრაწოს. გადაბრუნებიდან 60 წამში მზად უნდა იყოს, მოაყარეთ მარილი და პილპილი მეორე მხრიდანაც და გადმოიღეთ ტაფიდან.
აწყობა: ბურგერის ქვედა ფუნთუშის შიდა ზედაპირზე დაადეთ კეჩუპის 5 წერტილი, მათ შორის დასვით მდოგვის ხუთი წერტილი, დაადეთ ბურგერი, შემდეგ დაჭრილი კიტრი და თუ გსურთ, ყველიც (მაშინ ჩიზბურგერი გამოვა).
სულ ეს არის… უხდება კარტოფილი ფრი და კიტრი-პამიდორის სალათიც…
გემრიელად მიირთვით!
foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ. foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.

R

კომენტარები

სხვა სიახლეები