7 აქამდე უცნობი ფაქტები საზამთროს შესახებ – ნატურალური და იაფი ვიაგრა

საზამთრო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხილია. ზაფხულში იგი წყურვილის მოკვლის საუკეთესო საშუალებაა. კვლევებმა აჩვენა, რომ საზამთროს ნიტრატები გროვდება ყუნწში, ამიტომ აუცილებელია მისი მოჭრა და გადაგდება. საზამთრო წონის კლებაშიც გვიწყობს ხელს. ამ სტატიაში წაიკითხავთ სასარგებლო ინფორმაციას საზამთროს შესახებ და გაეცნობით თქვენთვის აქამდე უცნობ ფაქტებს.

1. საზამთროში მეტი ლიკოპინია ვიდრე პომიდორში.

ლიკოპინი არის ძლიერი პიგმენტი, რომელიც ხილს ფერს აძლევს, ხშირად იგი ასოცირდება პომიდორთან, მაგრამ სინამდვილეში საზამთროში მეტი ლიკოპინია.

2. საზამთროს წვენი ტკივილგამაყუჩებელია

ვარჯიშის შემდეგ ხშირია კუნთების ტკივილი. საზამთროს წვენი მოგიგვარებთ ამ პრობლემას. საზამთროს 1/3 – ით გააკეთეთ წვენი (არ გაურიოთ მასში დანამატები) და სვით ნელ-ნელა მთელი დღის განმავლობაში. ძილის წინ იგრძნობთ შედეგს.
3. საზამთრო არ არის მხოლოდ ხილი, ის ბოსტნეულიცაა.

დაწყებით კლასებში (ინგლისურ სახელმძღვანელოებში) სიტყვა ,,საზამთროს” ასწავლიან, როგორც ხილის ასევე ბოსტნეულის ჩამონათვალში, იმიტომ რომ საზამთრო ბოსტნეულსაც მიეკუთვნება.

4. შეგიძლიათ ჭამოთ საზამთროს ქერქი და კურკები

ადამიანების უმეტესობა საზამთროს სათითაოდ აცლის კურკებს და აგდებს ქერქს. ქერქი აუმჯობესებს სისხლის უჯრედებს, კურკები კი შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ამინომჟავებს, რომელიც აძლიერებს თქვენს იმუნიტეტს, ხოლო ღვიძლს – კარგად ფუნქციონირებაში ეხმარება.

5. საზამთროს უდიდესი ნაწილი – წყალია!

ფაქტია, რომ საზამთროს 91%-ი წყალია, რაც ნიშნავს იმას რომ, თუ თქვენ ზაფხულის ცხელ დღეს საზამთროს მიირთმევთ, ორგანიზმს დეჰიდრატაციისგან იხსნით.

6. არსებობს ყვითელი საზამთრო!

დიახ… ყვითელი! არაფერი გვეშლება, საზამთროზე ვსაუბრობთ და არა ნესვზე. ყვითელი საზამთრო მწვანეზე ტკბილია.

7. საზამთრო ხელს გიწყობთ სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესებაში

საზამთრო ახდენს ანთები პრევენციას. იგი შედგება მაგნიუმისგან, კალიუმისგან, ვიტამინიებისგან: A, B6, C. საზამთრო ნატურალური ვიაგრაცაა. იგი ააქტიურებს მამაკაცის ერექციას.

წყარო: www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები