21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სხვა დღისთვის გადადეთ შეხვედრები, მოლაპარაკებები. არ გათქვათ საკუთარი იდეები. მოერიდეთ კონფლიქტს საყვარელ ადამიანთან.

კურო
მეტი მზრუნველობა გმართებთ შვილების მიმართ. თქვენ მათი დამცველი და მრჩეველი უნდა გახდეთ.

ტყუპი
ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. დაასრულეთ უკვე დაწყებულები. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან და არ აიღოთ ვალები.

კირჩხიბი
მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას. ეცადეთ, წუთიერმა სიამოვნებამ არ დაგაკარგვინოთ ის, რასაც მთელი წელი “აშენებდით”.

ლომი
გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა, მიიღეთ ვიტამინები, ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას და არ დაარღვიოთ ძილის რეჟიმი.

ქალწული
მეგობრებთან შეხვედრა სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ. მათი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. კარგი

დღეა წყლის პროცედურებისთვის, გაუფრთხილდით თვალებს.

სასწორი
დღის პირველ ნახევარში მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. მშვიდად შეხვდით უსიამოვნებებს. ნუ ეცდებით მათ მოგვარებას. ყველაფერი თავისით გაირკვევა.

მორიელი
ცვლილებები გელით, როგორც სამსახურებრივ საქმიანობაში, ასევე პირად ცხოვრებაში. დღეს მნიშვენლოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ. ზოგიერთი დაქორწინებას გადაწყვეტს.

მშვილდოსანი
მაქსიმალურად შეიკავეთ თავი რისკისგან. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს. ადვილად გამდიდრების იმედი ნუ გექნებათ.

თხის რქა
დღეს შეუძლებელს შეძლებთ. ყველაზე რთულ საქმეებსაც კი მარტივად გართმევთ თავს. იბრძოლეთ სასურველის მისაღწევად,  წარმატებისთვის.

მერწყული
მოერიდეთ უსიამოვნებებს გარშემო მყოფებთან. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. დაუმეგობრდით მათ და რთული საკითხები თამაშით აუხსენით.

თევზები
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსასვლელად. აგრეთვე, ქორწინებისა და ერთგულების ფიცის დასადებად. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

წყარო: www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები