სვანეთი, რომელიც საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ მხარეში მდებარეობს, ყოველთვის იპყრობდა უცხოელებისა და ადგილობრივების ყურადღებას. ამჯერად კი მხარემ, რომელიც ცნობილია მდიდარი კულტურით, საუკუნოვანი კოშკებით და ძველი ტრადიციებით, CNN-ს ობიექტივში მოექცა.
რეპორტაჟი ნათლობის რიტუალით იწყება ზემო სვანეთის ერთ-ერთ ეკლესიაში და CNN-ის კორესპონდენტი მამა გიორგი ჩართოლანს გვაცნობს. შემდეგ კი უშგულის მოსახლეობისა და ადგილობრივების ტრადიციების შესახებ საქართველოში მცხოვრები ნორვეგიელი რიჩარდ ბაერუგი საუბრობს, რომელიც სვანეთში ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონეა.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=OwC2H3y7pIs[/youtube]