„ფუდპანდა“ და მისი პარტნიორები მომხმარებელს ყოველდღიურად სიურპრიზს სთავაზობენ. წინ ცხელი, თუმცა სასიამოვნო დღეები გელით…. გაგრილდით „ფუდპანდასთან“ ერთად, ის კერძების მომზადების „ციებ-ცხელებას“ ნამდვილად აგარიდებთ!
სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინშეკვეთა ვებგვერდზე – www.foodpanda.ge – სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას – ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში. „ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს.
რა გსურს ლანჩზე? – შემოიხედე foodpanda.ge -ზე! შეუკვეთეთ თქვენთვის სასურველი კერძის უკვე 141 რესტორნიდან.დააგემოვნეთ MAY THAI-ს მენიუ და იმოგზაურეთ ტაილანდის ეგზოტიკურ სამყაროში! ტაილანდურ სამზარეულოში აქცენტი, ძირითადად, კეთდება მსუბუქად მომზადებულ კერძებზე ძლიერ არომატული კომპონენტებით. ტაილანდური კერძები გამოირჩევა თავისი სიცხარით. ბალანსი, დეტალები და მრავალფეროვნება ტაილანდურ სამზრეულოში ყველაზე მნიშვნელოვანია. ტაილანდური კერძები ასევე ცნობილია ხუთი ძირითადი გემოს: ცხარეს, მჟავეს, ტკბილის, მარილიანის და მწარეს ბალანსით.
ტაილანდური მრავალფეროვნება პიკანტური სანელებლების, სურნელოვანი ციტრუსისა და არომატული ბოსტნეულის ბალანსშია, სადაც ინგრედიენტების კონტრასტული ფაქტურები მოულოდნელ და, ამავე დროს, მარტივ ჰარმონიას ქმნის. არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ ტაილანდელები კერძის გაწყობას, რასაც ხშირად ოსტატურად გამოჭრილი რთული კონსტრუქციის ბოსტნეული ასრულებს. ერთი სიტყვით, ტაილანდური კერძი მიმზიდველად უნდა გამოიყურებოდეს.
ტაილანდელებისთვის დღის პირველი კერძი ტიპურად მსუბუქი სუპია, ბან თაის სამზარეულო ამ მხრივ წვნიანების ფართო არჩევანს გვთავაზობს. სადილისა თუ ვახშმისთვის უდავოდ კარგი დასაწყისია ტომ იამი (12.5ლ) – არომატული სუპი ზღვის პროდუქტით ან ქათმით, ჩემთვის ზედმეტად მსუბუქი, თუმცა ობიექტურად კარგად გაჯერებული წვნიანი. სუპთან ერთად მიირთვით შერეული აპეტაიზერები (15ლ), კრევეტის და ღორის ხორცის ღვეზელი და ქათმის სატაი (დაბასთურმებული ხორცი ხის შამფურზე). თუ ზეთში შემწვარი ღვეზელები მაინცდამაინც არ გხიბლავთ, უფრო ჯანმრთელი ალტერნატივა იქნება ბრინჯის ქაღალდში გახვეული კრევეტი, ცოცხალ ბოსტნეულთან ერთად (12ლ). ასევე სასიამოვნოა შემწვარი საქონლის ხორცის სალათი 15ლ, ეშხიანი, ცხარე-მჟავე სოუსით.
ძირითად კერძად შეგვიძლია ამოვირჩიოთ ყვითელი და წითელი ქარის კერძები, თევზის და ზღვის პროდუქტის, ხორცის, ქათმის ან ბოსტნეულის კომბინაციები და სურვილის შემთხვევაში მოვითხოვოთ საშუალოდ ცხარედ მომზადებული კერძი. იგივე შეიძლება ითქვას ბრინჯით და ატრიით მომზადებულ კერძებზე – მშვენიერია პოპულარული ტაილანდური კერძი – პად ტაი და სხვადასხვა ატრიის კომბინაცია.
ნაკლებად საინტერესოა სპეციალურად მოთუშული ბრინჯი (კრევეტთან და ხორცთან ერთად), ასევე ბოსტნეულის მიქსი მწვანე ქარის სოუსში. ქორჭილას ფილე კი (25ლ), ალბათ ყველაზე საუკეთესო კერძია!
გთავაზობთ, ტაილანდური კიტრის სალათის რეცეპტს:
შემადგენლობა: კიტრი – 4 ცალი, ხახვი (მწვანე) – 2 კონა, კინძი – 1 კონა (პატრა), ოხრახუში – 1 კონა (პატრა), ლიმონი წვენი – 2 ჩ/კ,შაქარი – 1 ჩ/კ.
მომზადება: ეს რეცეპტი ძალიან ადვილი გასაკეთებელია. ის უხდება ბრინჯის კერძებს. ძალიან ორიგინალური გემო აქვს – მოტკბო მომჟავო, სასიამოვნო და გამაგრილებელი. კიტრი დავჭრათ კუბიკებად. ხახვი დავჭრათ მსხვილად და მწვანილი წვრილად. ჩავყაროთ ჯამში, დავასხათ ლიმონის წვენი, დავაყაროთ შაქარი და ყველაფერი ავურიოთ. სურვილისამებრ შეიძლება დავაყაროთ ქუნჯუთი. გემრიელად მიირთვით!
foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 150-მდე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ. foodpanda, ონლაინსაკვების შეკვეთის სერვისი, მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.