„სპექტრი“ (Spectre) 24-ე ფილმია ჯეიმზ ბონდის ფილმების სერიაში. მისი ტრილერი ოფიციალურად 22 ივლისს გახდა ხელმისაწვდომი მაყურებელისთვის. ტრილერში ნათლად ჩანს, რომ ბონდის შემდეგი ქალის როლს მონიკა ბელუჩი მოირგებს.
50 წლის მონიკა ბელუჩი ყველაზე ასაკოვანი იქნება ბონდის მანდილოსანი საიდუმლო აგენტების ისტორიაში.
ფილმში ბელუჩი ასრულებს ლუსია სიარას როლს. ის არის კრიმინალების უფროსის, დანიელ გრეიგის ცოლი, რომელიც მოგვიანებით დაქვრივდება.
იმისდა მიუხედავად, რომ ბელუჩი 3 წლით უფროსია მთავარ პესრონაჟზე, მონიკა დარწმუნებულია, რომ ჯეიმს ბონდის ფანები რეჟისორ სემ მენდესის გადაწყვეტილებით კმაყოფილნი დარჩებიან.
„მე ვუთხარი სემს, რომ ის გახდება ნამდვილი გმირი ქალბატონებისთვის, რადგან მან ამ როლისათვის მე ამირჩია. პირველად ისტორიაში, ჯეიმს ბონდს ექნება რომანი სრულყოფილ და ზრდასრულ ქალთან“, – ამბობს მონიკა ბელუჩი.
ფილმ „სპექტრის“ პრემიერა 26 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში იგეგმება. ის ოფიციალურად 6 ნოემბერს დასრულდება.
იხილეთ ტრეილერი:
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=7GqClqvlObY[/youtube]