კურტ კობეინის აქამდე უნცობი სიმღერები

კურტ კობეინის უცნობი სიმღერები ერთ ალბომში მოიყრის თავს. მისი შეძენა 6 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი. ჯგუფი Nirvanas-ს ფრონტმენის ფირფიტაზე ჩაწერილია 12 წუთიანი აკუსტიკურად შერულებული ტრეკი, რამდენიმე სახლში ჩაწერილი სიმღერა და ასევე ის კომპოზიციები რომლებიც 2015 წლის, მუსიკოსის ბიოგრაფიულ, ფილმში გაჟღერდა.

ფილმის რეჟისორმა, ბრედ მორგენმა აღნიშნა რომ ალბომში არა Nirvana-ს არამედ, მხოლოდ კურტის ჩანაწერებია შესული. რეჟისორის სიტყვების თანახმად კურტმა შეასრულა ისეთი კომპოზიციები, როგორის მოსმენასაც მისგან არავინ ელოდა. მათი ჟანრი „თრეშსა“ და „რეგთაიმს“ შორის მერყეობს.

ბრედ მორგენის ფილმი გადაღებულია ასავე იმ მასალით, რომელიც კურტ კობეინის ოჯახმა მიაწოდა რეჟისორს: ჟურნალები, აუდიო ჩანაწერები და ა. შ. ფილმი განთავსებულია ინტერნეტში და ნებისმიერ მსურველს შეუძლია რომ ნახოს.

კომენტარები

სხვა სიახლეები