16 წლის ბიჭი ვიდეოთამაშების მეშვეობით მილიონერი გახდა

კომპიუტერული თამაშების ყველა მოყვარული ოცნებობს, რომ მისმა გატაცებამ შემოსავალიც მოუტანოს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს კომპიუტერული თამაშები დროის ფუჭი ხარჯვა ჰგონია, ერთმა გეიმერმა ყველას დაუმტკიცა, რომ თამაშების წყალობით გამდიდრება შეიძლება.

სუმაილუ ხასანმა მილიონ-ნახევარი დოლარი კომპიუტერული თამაშის DOTA 2-ს მეშვეობით გამოიმუშავა. ის

 ამავე თამაშის ჩემპიონატებზე მონაწილეობდა. ძირითადი თანხა ახალგაზრდა პაკისტანელმა საერთაშორისო ჩემპიონატზე გამარჯვებით მოიპოვა, რომელიც რვა აგვისტოს ამერიკაში გაიმართა. საპრიზო ფონდი 18,5 მილიონი დოლარი იყო.

გუნდი ”ბოროტი გენიოსები”, სადაც თამაშობდა სუმაილი, პირველ ადგილზე გავიდა და 6,63 მილიონი დოლარი მოიგო. მონაწილეებმა ფული გაიყვეს, სუმაილის წილი კი 1,6 მილიონი დოლარი იყო.

DOTA 2 სტრატეგიული ჟანრის თამაშია, რომელშიც ხუთი ადამიანისგან დაკომპლექტებული ორი გუნდი თამაშობს.

წყარო: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები