ავსტრალიაში გიგანტური ზვიგენი დაიჭირეს

ავსტრალიელი მეთევზეების ჯგუფმა გიგანტური გაბარიტების ვეფხვისებრი ზვიგენი დაიჭირა. დაჭერამდე მეთევზეებმა დაინახეს, თუ როგორ შეჭამა მტაცებელმა თავისი სახეობის დიდი ზვიგენი.

მეთევზე მეთიუ ყვება, რომ თავიდან სწორედ პატარა ზვიგენი წამოეგო ანკესზე, ხოლო როდესაც ეკიპაჟი მის ამოსაყვანად მივარდა, უცებ ის უფრო გიგანტურმა ზვიგენმა
გადაყლაპა და ასე წამოეგო ანკესზე ვეფხვისებური ზვიგენი.

ვეფხვისებური ზვიგენი ძალიან საშიში მტაცებელია, ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წამორმადგენელია თევზების ამ ოჯახის. ამასთან, ის არა მხოლოდ ზღვის ბინადრებზე, არამედ ადამიანებზეც ნადირობს. ამ ზვიგენების მუცელში ხშირად პოულობენ ადამიანის სხეულის ნაწილებს.

დაჭერილი ზვიგენი სიგრძეში ოთხი მეტრია, წონა კი ნახევარი ტონა აქვს. ზვიგენი ნაციონალურ სამეცნიერო სააგენტოს გადაეცა გამოსაკვლევად, ხოლო მისი კბილები მეზღვაურებმა სამახსოვროდ დაიტოვეს.

e19ad6905d.images.new_photo.akula

წყარო: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები