ქმარი საწოლის ქვეშ შეძვრა და ცოლს დაელოდა – ამბავი, რომელიც უნდა წაიკითხოთ

“ერთ კაცს სურდა შეემოწმებინა, უყვარდა თუ არა ცოლს და მისწერა გამოსამშვიდობებელი წერილი, თითქოს ტოვებდა. ბარათი ტუმბოზე დადო, თვითონ კი საწოლის ქვეშ შეძვრა და ცოლს დაელოდა.

ქმარს ესმოდა, რომ ეს ცოტა ბავშვური საქციელი იყო, მაგრამ სურდა სცოდნოდა, რას გრძნობდა მის მიმართ ცოლი. იმედი ჰქონდა, დაინახავდა, როგორ დადარდიანდებოდა ცოლი, დაიწყებდა ტირილს, დარეკავდა ნაცნობებთან…

როცა ცოლი, ბოლოს და ბოლოს დაბრუნდა სახლში, დაინახა ბარათი და წაიკითხა. რამდენიმეწუთიანი მდუმარების შემდეგ კალამი აიღო და წერილში რაღაც მინაწერების გაკეთება დაიწყო. მერე ტანსაცმელი გამოიცვალა, თან მხიარულ მელოდიებს ღიღინებდა და ნარნარით ცეკვავდა. უფრო ბედნიერი ჩანდა, ვიდრე დადარდიანებული ან დათრგუნული.

ქმარი გაოგნებული უყურებდა. მაგრამ ყველაფერი სულ უფრო და უფრო უარესდებოდა…

ცოლი ტელეფონთან მივიდა და ნომერი აკრიფა. ქმარმა ყური დაუგდო, როგორ ელაპარაკებოდა ცოლი ვიღაცას:

– გამარჯობა, ძვირფასო. უკვე გავემზადე და მოვდივარ შენკენ. რაც შეეხება იმ სულელს, ბოლოს და ბოლოს, ამოვუყვანე ყელში და წავიდა. ან როგორ გავყევი ასეთს? სამწუხაროა, რომ უფრო ადრე არ შევხვდით ერთმანეთს. შევხვდებით, საყვარელო!

ყურმილი დადო და ოთახიდან გავიდა…

მცირე ხნის შემდეგ ქმარმა გაიგონა, როგორ გაიღო და დაიკეტა კარი. – ცოლი გავიდა… თვალცრემლიანი ქმარი გამოძვრა ლოგინიდან და ბარათს დასწვდა. აინტერესებდა, რა მიაწერა ზედ ცოლმა.

აცრემლებულმა წაიკითხა: “შენს ფეხებს ვხედავ, ლოგინის ქვეშ ჩანს… მაღაზიაში გავდივარ, პურზე…” )))

წყარო: http://life.mediamall.ge/?id=147024

კომენტარები

სხვა სიახლეები