გაიმართება თუ არა ქართველი ტრანსექსუალების ფარული მოდების ჩვენება ბათუმში?!

სანდო წყაროზე დაყრდნობით „ფაქტორი.გე“-მ მოიპოვა ინფორმაცია, რომ აგვისტოს ბოლოს ბათუმში ქართველი, სომეხი, თურქი და აზერბაიჯანელი ტრანსექსუალი მოდელების დახურული ჩვენება გაიმართება. ჩვენთვის ჯერ უცნობია ლოკაცია თუ სად ჩატარდება ან ვინ არის ორგანიზატორი, თუმცა ცნობილია ჩვენების კონცეფცია. ტრანსექსუალები მოირგებენ სხვადასხვა დიზაინერის კაბებს, მათშორისაა საქორწინო კაბებიც რომელიც იქნება თეატრალიზებული სანახაობა და განსხვავებული აქამდე არსებული ჩვენებებისგან. ასევე ცნობილია რომ ორგანიზატორები მოლაპარაკებას აწარმოებენ კონჩიტა ვურსტთან განსაკუთრებული სტუმრის რანგში მოწვევისთვის, ვინაიდან ცნობილია, რომ თბილისში კონჩიტას ჩამოყვანა და მისი კონცერტის გამართვა იგეგმება ამიტომ საღამოს ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ჩვენება მის ჩამოსვლას დაამთხვიონ ფინანსური ხარჯერბის შემცირების მიზნით.

წყარო: http://fact2.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები