ხატია ბრაჭული: რეალურ ცხოვრებაში ბაქარის მსგავსი ბიჭი არ შემიყვარდება

ყველასთვის საყვარელი ქართული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სეზონის ერთ-ერთი პერსონაჟი ხატია ბრაჭულია.
სერიალში მის როლს საქართველოში ძალიან აკრიტიკებენ – იგი მსუბუქი ყოფაქცევის ქალის როლს ასრულებს, რომელსაც სოფლიდან ჩამოსული 17 წლის ბიჭი უყვარდება.
როგორც ხატია ბრაჭულმა „კვირას“ განუცხადა, რეალურ ცხოვრებაში მას ბაქარის მსგავსი ბიჭი არ შეუყვარდება.

– ხატია, სად გაიცანი ბუბა მათნაძე, იგივე ბაქარი?

– მე და ბუბა10841660_821901851189035_16703301_nმ ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გავიცანით. მას შემდეგ ვმეგობრობთ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და მშვენივრად ვეწყობით ერთმანეთს. რადგან პროფესიამ დაგვაახლოვა, ვიტყვი, რომ იგი ძალიან ნიჭიერია. საქართველოს მისი სახით პერსპექტიული მსახიობი ეზრდება. როგორც ადამიანი, ბუბა ძალიან მეგობრული, კეთილი და ყურადღებიანია. ხანდახან გადაღებებზე რჩევებს ვაძლევ, თუმცა ის ამ ყველაფერს ძალიან კარგად ართმევს თავს.

– შეყვარებული თუ გყავს, ან თუ შეგიყვარდებოდა ისეთი ბიჭი, რომელიც სერიალში შენს პერსონაჟს უყვარს?

-რეალურ ცხოვრებაში ბაქარის მსგავსი ბიჭი არ შემიყვარდება, რადგან ის ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსია. მე უფრო სხვანაირი – ერუდირებული, მხიარული, შემდგარი და რეალიზებული ბიჭები მომწონს. რეალურ ცხოვრებაში არის ერთი ადამიანი, რომელიც მომწონს, ისიც ადევნებს თავს სერიალს, ძალიან ობიექტურია, მგულშემატკივრობს.

– აქამდე თუ გითამაშია თამამი როლი და როგორ მორგებიხარ?

-ასეთი თამამი როლი აქამდე არ მითამაშია, ეს პირველი როლია, მაგრამ ყველაფერს ძალიან სერიოზულად ვეკიდები. თავიდან დაძაბული ვიყავი, რაღაც დოზით სირთულეც იყო… რთულია ითამაშო ასეთი ადამიანის როლი, მაგრამ ვფიქრობ, ეს სირთულე გადავლახე და კარგად მოვერგე როლს.

– სოციალ10850542_821902064522347_1211528953_nურ ქსელში შენი ძალიან თამამი როლის გამო გაკრიტიკებენ. როგორია შენი რეაქცია ამ ყველაფერზე…

– თავიდან ცუდ მესიჯებზე, კრიტიკაზე რეაქცია მქონდა. ყველას არ მოსწონს ყველაფერი, ყველას ვერ მოვეწონები… ასე, რომ ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც გაკრიტიკებენ და უარყოფითად გიყურებენ. ვერაფერს ვერ ვეტყოდი იმ ადამიანებს, ვინც როლის გამო მაკრიტიკებს, რადგან ეს გემოვნების ამბავია. უბრალოდ კრიტიკა ძალიან კარგია და უნდა მოისმინო. კრიტიკა მისაღებია ჩემთვის, მაგრამ კრიტიკასაც გააჩნია, ეს არ უნდა იყოს არაეთიკურ ფარგლებში.

 – მოგწონს შენი პერსონაჟი სერიალიდან?

-მე ყველა პერსონაჟი მომწონს, რაზეც მიწევს მუშაობა, ყოველთვის ყველა როლს     სერიოზულად ვეკიდები, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი საყვარელი პროფესია… რაც შეეხება ჩემს გმირს „ ჩემი ცოლის დაქალებში“, ზოგადად, ამ გმირზე ვერაფერს გეტყვით, რადგან არც ერთი ადამიანის განსჯის უფლება არ მაქვს.

                                                                                                                                                                                                                                         

                                                                                                       მარიამ ლომინაძე
10841403_821902051189015_1707046086_n10850343_821901844522369_1211390918_n

კომენტარები

სხვა სიახლეები