როგორ მოვუაროთ ქუსლებს შინაურული, ეფექტური მეთოდებით

ფეხებს ზაფხულში განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ღია ფეხსაცმელი გარკვეულ მოთხოვნებს გვიყენებს, ამიტომ ფეხები ყოველთვის მოვლილი და მოწესრიგებული უნდა გვქონდეს. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა ნახეთქების მკურნალობა, რომელიც შინაურული საშუალებებითაც არის შესაძლებელი.

ნიღაბი ნახეთქებისათვის:

ინგრედიენტები: 1 ცალი ლიმონი, 1 კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი ნაღების კარაქი.

ლიმონი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში კანიანად, დაუმატეთ კვერცხის გული და დარბილებული კარაქი. კარგად აურიეთ. აბაზანის შემდეგ გაიმშრალეთ ფეხები და წაისვით. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით კრემი.

სახამებლის ნიღაბი:

ინგრედიენტები: 1 კვერცხი გული, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 0,5 ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვილი. ლიმონის წვენი შეურიეთ კარტოფილის ფქვილსა და კვერცხის გულს. კარგად აურიეთ. დაილბეთ ტერფები, წაისვით ნიღაბი მშრალ კანზე და გაიჩერეთ სრულ შეწოვამდე. გადაივლეთ ამის შემდეგ წყალი და წაისვით კრემი.

გარგარის ნიღაბი:

ინგრედიენტები: 2-3 მსხვილი გარგარი, ზეითუნის ან ნებისმიერი სხვა ზეთი.

გახეხეთ გარგარი მსხვილ სახეხზე, დაუმატეთ 2-4 წვეთი ზეთი, კარგად აურიეთ და დადგით ნელ ცეცხლზე 3 წუთით. გაიკეთეთ აბაზანა, შეიმშრალეთ და თბილი ნიღაბი წაისვით ქუსლებზე. წამოიცვით პოლიეთილენის პარკი და ჩაიცვით ბამბის წინდა. 20 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით კრემი.

ქუსლებზე ნახეთქების მოსაშორებელი ძველებური საშუალებები:

  • ქუსლებზე ნახეთქები შეიძლება კრტოფილის საშუალებით მოვირჩინოთ. მოხარშეთ კარტოფილის კანი და ნახარშში გააჩერეთ ფეხები 20-30 წუთის განმავლობაში, გადაივლეთ ფხებზე თბილი წყალი და წაისვით აბუსალათინის ზეთი.
  • ნახეთქებისგან გაგათავისუფლებთ ვაშლის პიურეც. გათალეთ ვაშლი, დაჭერით კუბებად, დაასხით რძე, ისე, რომ ვაშლის კუბები დაიფაროს და ხარშეთ ფაფისებრი მასის მიღებამდე. მომზადებული პიურე წაისვით ნახეთქებზე, დაიფარეთ მარლითა და პოლიეთილენით. კომპრესი გაიჩერეთ ნახევარი საათი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამის შემდეგ ფეხებზე წაისვით დამატენიანებელი კრემი.
  • კარგად დაბანილი ტერფები გაიხეხეთ სპეციალური ქუსლების სახეხით წრიული მოზრაობით. ნახეთქებზე წაისვით ანტისეპტიკური ხსნარი, შემდეგ აბუსალათინის ზეთი.
  • 1 ჩაის კოვზი გვირილის ყვავილი დაფქვით ყავის საფქვავში და შეურიეთ 4 ჩაის კოვზი ტალკი. ეს ნარევი დაიყარეთ ნახეთქებზე ყოველ დღე.
  • გაუხეშებულ კანს კარგად არბილებს ახალი პომიდვრის კომპრესი. პომიდორი დაჭყლიტეთ და დაიდეთ გაუხეშებულ უბნებზე. 20 წუთის შემდეგ გადაივლეთ წყალი და წაისვით კრემი.
  • გაუხეშებულ კანს ასევე არბილებს გოგრა. გოგრა გახეხეთ და შეურიეთ სიმინდის ზეთი. წაისვით დამბალ ფეხებზე 30 წუთით.

    წყარო: www.mkurnali.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები