საკვების კომბინაციები, რომლებიც ადამიანთა წყვილებს მოგვაგონებენ

წყვილები ხშირ შემთხვევაში შეყვარებულებთან ასოცირდება. თუმცა არსებობს უნიკალური გამონაკლისი, მითუმეტეს როცა საქმე ეხება საკვების კომბინაციებს, რომლებიც სწორედ „წყვილებს“ მოგვაგონებენ. ყველას უყვარს თავისი მეწყვილე, რომელიც მას სიამოვნებას, მხნეობასა და სიხარულს გვრის.
დილას უყვარს ყავა, კინოს უყვარს პოპ-კორნი, ფეხბურთს უყვარს ლუდი – ჩვენ ყოველთვის ყველაფერს ვაწყვილებთ, მაგრამ საბოლოოდ, ზოგიერთებს კომბინაცია სხვებზე უკეთესი გამოდის. ეს ბევრ სიტუაციას ეხება, დაწყებული რომანტიული ურთიერთობებიდან და დამთავრებული კერძებით: ზოგი მოულოდნელია, ზოგიც ექსენტრული, ზოგი უცნაური და ზოგიც იდეალური გამოდის.
ფუდპანდას (www.foodpanda.ge) მოსწონს საკვების კომბინაციები და გადაწყვიტა ისინი ადამიანთა ურთიერთობებს შეადაროს. აი, შედეგიც:
სოციალურად ჩუმი წყვილი ანუ სოციალურ ქსლებში პასიური წყვილი – სპაგეტი გუფთებით
სოციალურად ჩუმი წყვილი საკუთარ ურთიერთობებს არ აშუქებს, არ ამზეურებს, არ უსვამს ხაზს და სოციალურ ქსელებში ერთმანეთის შესახებ პოსტებს არ აქვეყნებს. რომ არ იცოდეთ, რომ ერთად არიან, ეჭვსაც არ შეიტანდით. სავარაუდოა, რომ ორივე ძალიან მორიდებული პიროვნებაა, ან უბრალოდ უნდათ რომ სამომავლოდ ვარიანტები ღია დაიტოვონ. მათ სპაგეტი გუფთებით ძალიან შეესაბამება.. ასე რომ, მიირთვით!
საჯარო სიყვარულს მოწყურებული წყვილი – ბურგერი და კარტოფილის ფრი
ისინი კამათობდნენ, ან თუნდაც სუპერკარკეტში შოპინგობდნენ, ეს წყვილი საკუთარ თავზე საუბრით ვერ ძღება და მათი ზედმეტად „გადაშეარებული“ სტატუსები პირველია, რაც სოციალურ ქსელებში ჩანს. დადიან წვეულებებზე, ლაპარაკზე მეტ დროს ამბორში ატარებენ, და საერთოდ აუტანლად ბედნიერები არიან. ბურგერი და კარტოფილის ფრი – ყველგნ შეხვდებით, ყველას უყვარს ერთად ან ცალცა-ლკე, თუმცა ისინი მუდამ ერთად არიან!
სულ მოკამათე წყვილი – შოკოლადი და ფორთოხალი
წყვილი, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, ერთად იყვნენ თუ დაშორდნენ. ხანდახან თქვენც კი გარჩევინებენ სიტუაციებსა და მუდამ განხილვებში არიან! მათ ერთმანეთი უყვართ, მაგრამ უცნაურად – ორივე ძლიერი და დამოუკიდებელია და პოზიციას ადვილად არ თმობს. განცალკევებისას კი, მათი ქცევა ძალიან სხვადასხვაგვარია. შოკოლადი და ფორთოხალი – ეს „წყვილი“ მათთვისაა შექმნილი!
ძალზედ მაგარი წყვილი – ყველი და ღვინო
გამოიყურებიან, როგორც საუკეთესო მეგობრები, კამათობენ, როგორც და-ძმა, და ცეკვავენ, როგორც დუეტი. მათი ყველაზე გამაოგნებელი თვისებაა დამოუკიდებლობისა და ურთიერთდამოკიდებულობის ბალანსი. აქვთ მკაფიო საზღვრები, გააჩნიათ საკუთარი საინტერესო ცხოვრება და ინტერესები, მაგრამ როდესაც ერთად არიან, ერთი მეორეს ავსებენ. როგორც ამბობენ ყველი და ღვინოსავით არიანო!
საოცარი წყვილი – ნესვი და პროშუტო
ვერც წარმოგიდგენიათ, რა კარგები არიან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ დიამეტრულად საპირისპიროდ გამოიყურებიან. ერთს კითხვა უყვარს, მეორე სახლში ჟურნალსაც არ ინახავს. ერთი სპორტის მოყვარულია, მეორეს კი სეირნობაც ეზარება. ერთი ვნებიანია, მეორე გრძნობებს თოკავს. გამაოგნებელია, მაგრამ ისინი ერთმანეთს მაინც ძალიან უხდებიან.თქვენც სცადეთ, ნესვი და პროშუტო…. მოგეწონებათ!

(R)

კომენტარები

სხვა სიახლეები