ჟელე ,,ყავა რძით“

ინგრედიენტები: ყავა -50 0 მლ, რძე – 500 მლ, შაქარი – გემოვნებით, ჟელატინი – 20 გრ.

მომზადების წესი: ჟელატინს ანადუღარი ცივი წყალი დავასხათ და შეფუთვაზე მითითებულ დრომდე დავტოვოთ. ყავა ცხელ წყალში გავხსნათ, შაქარი და ჟელატინის ნაწილი დავუმატოთ. რძე ადუღებამდე მივიყვანოთ, შაქარი და დარჩენილი ჟელატინი დავუმატოთ. ჭიქაში ყავა 1-2 სმ, ჩავასხათ და მაცივარში მოვათავსოთ, სანამ არ გაიყინება. შემდეგ ყავის ფენას რძე დავასხათ და მაცივარში შევდგათ. ბოლოს ისევ ყავის ფენა დავასხათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები