როგორ ეხმაურებიან საქართველოში ამერიკაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას: „არ მინდა, ერთის მაგივრად ყველა გეი იყოს“

ამერიკაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას საქართველოშიც გამოეხმაურნენ. ამ თემაზე სოციალურ ქსელში დღის განმავლობაში კამათი არ წყდება. ერთ- ერთი პირველი ამერიკაში მიმდინარე ამბებს ხატია სიჭინავაგამოეხმაურა. მის “ფეისბუქის” გვერდზე მწვავე კამათი გაიმართა.

“ამერიკამ მიიღო ერთსქესიანთა ქორწინება და ბედნიერია. ღმერთმა არ მოგაკლოთ ეგ ბედნიერება თქვენ და გვაშოროს ჩვენ. მალე შექმენით ბავშვის გაჩენის მეთოდი უმშობლებოდ! ჩაკალით ყველანაირი პატივისცემა რელიგიისა და მშობლების მიმართ ! ხოდა იხარეთ და იბედნიერეთ მანდ, ამერიკაში!!! ღმერთო, რომ შეგვქმენი, ბნელი მხარე რატომ არ გააუქმე ჩვენში”, წერს ხატია.

ხატიას სტატუსს მალევე უამრავი კომენტარი

მოჰყვა.

“ხატია, დავიჯერო შენ სამეგობროში 1 გეი არ არსებობს?”

“არსებობს ! და არ მინდა, ერთის მაგივრად ყველა გეი იყოს!”

“ეს ადამიანები არსებობენ და მგონი, იმით რომ ერთმანეთი უყვართ არაფერს აშავებენ”.

“და არც არავინ ეხებათ და აწუხებთ! და ანალოგიურად არ უნდა შეგვაწუხონ ჩვენც! უკვე ყელში ამოვიდა ამათი უფლებების დაცვა და ჩვენი გადაჯიშების აქტიური მცდელობა!”

“გეი მეგობრის არსებობა და მათი ქორწინების დაშვება საერთოდ რა შუაშია ერთმანეთან? მით უმეტეს ბაშვების ყოლის უფლება!! კოშმარია ნამდვილად, იყოს გეი, არავინ უშლის, მაგრამ ქორწინება, კაბა და მითუმეტეს ბავშვი, ძააალიააან ზედმეტიაა”!

ხატიას სტატუსი მოიწონა და საკუთარი აზრიც კომენტარით დააფიქსირა გიგა კვენეტაძის ყოფილმა მეუღლემ ნინო წიკლაურმაც, რომელიც როგორც ყოველთვის ამჯერადაც რადიკალური იყო.

“უუუ, როგორ მეზიზღება მათი მორალი! და საერთოდ, მაგ ამერიკისთვის ერთი ცუნამი არ არსებობს ? ღმერთო, მაპატიე…”, წერს ნინო.

 

წყარო: www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები