საშიში დაავადებები, რომლებსაც კონდიციონერი იწვევს

ზაფხული კონდიციონერის გარეშე წარმოუდგენელია. თუმცა, ამ მოწყობილობას კომფორტის გარდა უსიამოვნებებიც მოაქვს, რის გამოც, ექიმები გირჩევენ მათი მოხმარებისას გარკვეულ წესებს დაემორჩილოთ.
რომელი დავადებების რისკებს ზრდის კონდიციონერით გაგრილებული ჰაერი? სპეციალისტების განმარტებით, რისკ ფაქტორს გარეთ არსებულ ცხელ ჰაერსა და შინ შენარჩუნებულ ცივ ჰაერს შორის არსებული განსხვავება განაპირობებს.
ამ უბრალო მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს უამრავი პრობლემა:
1. პნევმონია
2. სინუსიტი
3. ტონზილიტი
4. ცისტიტი
5. ტემპერატურის ცვალებადობა ამწვავებს ჰერპესს
6. შეიძლება გახდეს ნევროლოგიური პრობლემების მიზეზი
7. მწვავე კუნთოვანი სპაზმის მიზეზი

გარდა ამ ყველაფრისა, როგორც პედიატრი-ნეონატოლოგი მარიკა პეტრიაშვილი ამბობს, კონდიციონერი იწვევს ჰაერის დეიონიზაციას, კონდიციონერის ფილტრები ბინძურდება.
და საჭიროა პერიოდულად მათი გასუფთვება ან გამოცვლა.

განსაკუთრებით საშიშია ასევე დაავადება ლეგიონელოზი. ზოგიერთი კონდიციონერის წყლის გარემოში მრავლდება ბაქტერია ლეგიონელა, რომელიც გაციებულ ჰაერთან ერთად ხვდება გარემოში და იწვევს ლეგიონელოზს. ის სიმპტომებით მოგვაგონებს ფილტვების ანთებას ან ბრონქიტს. ლეგიონელოზი მკვეთრად საზონური დაავადებაა – ძირითადად ზაფხულში იფეთქებს ხოლმე. უკავშირდება კონდიციონერების ინტენსიურ ამუშავებას. გაციების სისტემაში გროვდება კონდენსატი, ზაფხულის მზე ახურებს მას 30-35 C-ზე და ლეგიონელებისთვის გამრავლების საუკეთესო პირობები იქმნება. ზოგადად კონდიციონერის ჩართვისას ოთახის ჰაერი ღარიბდება ჟანგბადით, რაც ცუდად მოქმედებს ადამიანის და, მით უფრო, ბავშვის ჯანმრთელობაზე, ამიტომ საათში ერთხელ კონდიციონერი უნდა გამორთოთ და ოთახი გაანიავოთ.
ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ კონდიციონერი აშრობს ჰაერს, თუმცა არსებობს კონდიციონერთა თანამედროვე მოდელები, რომლებიც შედარებით უკეთ ინარჩუნებს ჰაერის ტენიანობას. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ზაფხულში, გარემოსა და ოთახის ტემპერატურათა შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 4-5 C-ს, ანუ როდესაც გარემოს ტემპერატურა 30 C-ია, ოთახში 24-25 C უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში გამორიცხულია გადახურების ან გადაციების რისკი.

 

წყარო: www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები