ნამდვილი ისტორია ”წყევლის” მიღმა

2013 წლის ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი და წარმატებული საშინელებათა ფილმის „წყევლის“ უკან, მისი ჩამთრევი კადრების და საშინელებათა ჟანრისთვის დამახასიათებელი ეფექტების მიღმა, ნამდვილი ისტორია იმალება.
ფაქტს, რომ ფილმი ნამდილ ამბავზეა გადაღებული, თავად ფილმშივე ვიგებთ. რა არის სინამდვილე და რა გამოგონილი ამბავი?
რეალურად, პერონების ოჯახი 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა პატარა სოფელ ჰარისვილში, როდ აილენდში. როჯერ პერონი და მისი მეუღლე კაროლინა, 5 ქალიშვილთან ერთად 1970 წელს დასახლდა იქ, სადაც საკუთარი ფერმა ქონდათ.
ნამდვილი ისტორია ''წყევლის'' მიღმა

(Bathsheba Sherman, ვირსავია შერმანის ფოტო)

თუმცა სანამ პერონების ოჯახი ჰარისვილში გადავიდოდა, ვირსავია შერმანის ისტორიას ადგილობრივი პოლიცია საგულდაგულოდ მალავდა. ვინ იყო ვირსავია? ფილმის და რელაური ამბის ერთ-ერთი მთავარი გმირი, რომელიც დაიბადა 1812 წელს და დაქორწინდა 1844 წელს, მას ჰყავდა ერთი შვილი, რომელმაც ზრდასრულ ასაკს მიაღწია და აგრეთვე სამი შვილი, რომლებიც გარდაიცვალნენ შვიდ წლამდე. თუმცა ცნობილია კიდევ ერთი ფაქტი, რომ ერთ-ერთი ჩვილი საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვი მოკლული იყო საკერავი ნემსის მრავალი ჩარჭობით ხერხემლისა და თავის ქალის არეში. სოფლის მოსახლეობა ფიქრობდა, რომ ვირსავია ატარებდა საშინელ რიტუალებს და ითხოვდა სათანდო ქმედებებს სამართალდმაცავი ორგანოებისგან, მაგრამ ეს ფაქტი დაუდასტურებელი დარჩა ბოლომდე. მიუხედავად მიზეზების არცოდნისა, ფაქტი ის არის, რომ ბავშვი მოკლული იყო საშინელი და სადისტური გზით. სოფელში იმასაც ამბობდნენ, რომ ვირსავია ჯადოქარი იყო და ბნელ ძალებთან ჰქონდა კავშირი, სწორედ ამას უკავშირებენ ბავშვის ასეთ სადისტურ მკვლელობას, თუმცა მაშინდელმა სასამართლომ ვირსავიას ჯადოქრობის “საკმარისი მტკიცებულებები” ვერ იპოვა და იგი უდანაშაულოდ სცნო. საიდუმლოებით მოცულია ვირსავიას გარდაცვალებაც. ის 1885 წელს გარდაიცვალა და სხვადასხვა გაზეთები იუწყებოდნენ, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი სხეული ფაქტიურად გაქვავდა, ხოლო გარდაცვალების გამომწვევი მიზეზი იყო დამბლის უცნაური ფორმა, რომელსაც ექიმებმა ვერაფერი გაუგეს.
ნამდვილი ისტორია ''წყევლის'' მიღმა

(ცოლ-ქმარი ედ და ლორან უორენები – პარანორმალური მოვლენების მკვლევარები)

დავუბრუნდეთ პერონების ოჯახს. საინტერესოა როგორ მიხვდნენ, რომ სული რომელიც მოსვენებას არ აძლევდათ ვირსავია შერმანის იყო?! გამოძიებას ამ კუთხით ატარებდა ცოლ-ქმარი ედ და ლორან უორენები – პარანორმალური მოვლენების მკვლევარები. კაროლინ პერონმა სწორედ მათთან საუბრისას მოყვა თავისი ისტორია: რომ ერთხელ, როდესაც იწვა, უეცრად ხერხემალსა და თავის ქალას შორის იგრძნო ტკივილი, რომელიც ძალიან გავდა ჩხვლეტას და დაეწყო სპაზმები. როდესაც მან შეიმოწმა დაზიანებული ადგილი, სისხლი შეამჩნია, დაიწყო იქვე ძებნა თუ რას შეიძლება გამოეწვია მსგავსი ჭრილობა, მაგრამ ვერაფერი ვერ იპოვა.
ნამდვილი ისტორია ''წყევლის'' მიღმა

(პერონების ოჯახი)

სწორედ ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ დაიწყო წყვილმა გამოძიება და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სახლში იყვნენ დემონური ძალები. იყო თუ არა კაროლინა შეპყრობილი და ჩაატარა თუ არ ეგზორციზმი ცოლ-ქმარმა უორენსებმა? დიახ, კაროლინა მართლაც იყო შეპყრობილი. მისი ქალიშვილი ანდრეა ყვება, რომ დედამისმა დაიწყო უცხო, გაურკვეველ ენაზე და თან უცხო ხმით საუბარი, ხოლო სკამი, რომელზეც ის იჯდა ჰაერში აიწია და მოისროლა. რაც შეეხება ეგზორცისზმს, უორენსები ამბობენ, რომ მათ არ ჩაუტარებიათ ეგზორციზმი, ის ჩაატარა ერთ-ერთმა კათოლიკე მღვდელმა, თუმცა თავად იყვნენ პროცესის თვითმხილველები. კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ფილმიდან ყველას ახსოვს, არის მტრედები რომლებიც გაურკვეველ ვითარებაში იხოცებიან. ანდრეა პერონი კი ყვება რომ ეს ფრინველები იყვნენ ღამურები და მათ გარდა სახლში ძალიან ბევრი მწერი დაფრინავდა. ანდრეა იყო ის გოგონა, რომელმაც 12 წლის ასაკში დაინახა პირველი მოჩვენება. ეს მოხდა ახალ ბინაში გადასვლის დღეს. თუმცა ფილმისგან განსხვავებით ამბობს რომ ის საერთოდაც არ შეუშინებია ამ ფაქტს. პერონების ოჯახი გადასვლის შემდეგ უსაფრთხოდ ცხოვრობდა და სწორედ ანდრეა იყო ის ვინც დიდი მონდომებით თანამშრომლობდა ”წყევლის” გუნდთან. რაც შეეხება სახლის სხვა მფობელებს არც ერთი უარყოფს იმ ფაქტს, რომ იქ ყოველთვის ხდება რაღაც ”ისეთი”. მისი ახლანდელი მფლობელები ნორმა სატკლიფი და მისი მეუღლე გერი, ყვებიან, რომ იქ ხშირია კარის ბრახუნი, ადამიანის ხმები მეორე ოთახიდან, ნაბიჯების ხმა. თუმცა ამბობენ რომ ერთადერთი რამ, რაც მათ რეალურად დაინახეს ერთხელ იყო ლურჯი სინათლე, რომელიც ოთახიდან გამოდიოდა და გერიმ ერთხელ შენიშნა ნისლი სახლში.
‘წყევლა დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე – ჩვენს ამბავზე. ეს არის რეალური ისტორია იმ შიშისა და საფრთხის, რომელიც ფერმაში განვიცადეთ. ფილმში არის გაფორმებები და გამოგონილი ფაქტები, მაგრამ საერთო ჯამში ეს ნამდვილი ისტორიაა – გჯერათ თუ არა, ეს ასეა” – ანდრეა პერონი.

 

წყარო: geoastro.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები