საფრანგეთის ჩრდილოეთ მხარეს, მრავალრიცხოვან ავტოფარეხებში, რომელიც წარსულში სატრანსპორტო მაგნატს როჯერ ბაირონს ეკუთვნოდა, ასზე მეტი წინა საუკუნოვანი რარიტეტული მანქანა იპოვეს. მანქანების უმრავლესობა ნორმალურ მდგომარეობაშია და მათ აღდგენას არცთუ ისე დიდი დრო და რესურსი დასჭირდება, მაგრამ დაახლოებით 40 მანქანამ ჟანგისა და გაცვეთის გამო ფასი დაკარგა.
ავტოფარეხში ისეთი მოდელებიც იყო, რომლებიც კარგ მდგომარეობაშია და სოლიდური თანხით აუქციონზე გავა, ესენია: 1956 წლის Maserati A6G, Gran Sport Frua 1956 და 1961 წლის Ferrari 250 GT SWB California Spider.
ფერარის მარკის ავტომობილი 12 მილონ ევროდ არის შეფასებული, ამის გარდა, საწყობში „ბუგარის“ და „პორშეს“ მარკის ავტომობილებია ნაპოვნი.
2014 წლის 6 თებერვალს აღმოჩენილი 60 მანქანა აუქციონზე გაიყიდება, შემოსული თანხა კი ბაირონის შვილებსა და შვილიშვილებს გადაეცემათ.