„ფუდპანდა“ ლიბანური კერძების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ




ქართველებს უყვართ ევროპული, იაპონური, ჩინური, ინდური, ამერიკული და რა თქმა უნდა, ქართული სამზარეულო. ასევე არის შემთხვევები როცა უარს არ ვამბობთ სწრაფ კვებაზეც…
საინტერესოა ცვლილებები ყოველდღიურობაში, განსაკუთრებით კი საკვების არჩევისას, თუმცა გასათვალისწინებელია ერთი დეტალი – როცა რამის შეცვლას გადაწყვეტთ, აირჩიეთ ყველაზე მარტივი გზა – www.foodpanda.ge. „ფუდპანდა“ და მისი პარტნიორები მომხმარებელს ყოველდღიურად სიურპირზს სთავაზობენ. როგორც ყოველთვის ზრუნავს ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელზე და ამჯერად ლიბანურ სამზარეულოსაც გთავაზობთ.

ესტუმრეთ www.foodpanda.ge -ს და შეუკვეთეთ ლიბანური კერძები რესტორნიდან „ამირა“.
„ფუდპანდა“ ლიბანური კერძების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. ქათმის ღვიძლი, შემწვარი ლიბანური სოსისი, შემწვარი ლიბანური სოსისი თხილით, ფალაფელი , ქათმის ფრთები,სოკო “მოფარაკი”, ჰომუსი ხორცით, კები, ქათმის ქაბაბი, ბატკნის მწვადი, ფაჰიტა, სტეიკი,ჰომუსი და სხვა.
გიყვართ ლიბანური სამზარეულო? (ქაბაბი, მწვადი, ჰომუსი, მუტაბალი, ვაზის ფოთლის ტოლმა ბოსტნეულით და სხვა ცნობილი, ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ინგრედიენტებით მომზადებული კერძები). აირჩიეთ თქვენთვის საყვარელი ახლო-აღმოსავლური საუკეთესო კერძები და შეუკვეთეთ „ონლაინფუდპანდას“ დახმარებით. გამოიყენეთ მისი შესაძლელობები და სახლიდან გაუსვლელად თქვენს რჩეულს თქვენივე ოჯახში უმასპინძლებთ.
„ფუდპანდა“ არჩევანის გამდიდრებაზე მუდმივად მუშაობს, და ასევე ზრუნავს არსებული სერვისის უკეთ გამართვაზეც. დღეისთვის 100-მდე ცნობილი რესტორანი პარტნიორობს „ფუდპანდასთან“, მათ შორის რესტორანი „ამირა“, სადაც ლიბანური სამზარეულო ფართოდ არის წარმოდგენილი, რომლებიც მომხარებელს ასევე სურპირეზებს სთავაზობს. ვფიქრობ, სამომავლოდ მათი რიცხვი უდაოდ გაიზრდება“ – აღნიშნავს „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე .
გთავაზობთ ყველაზე გემრიელ რეცეპტს – ლიბანური ტაბულე ბულგურით
ტაბულე ძირითადად მზადდება კუსკუსით, თუმცა ზოგიერთ რეცეპტში გვხვდება ბულგურიც. მიუხედავად იმისა, რომ ორივე, კუსკუსიცა და ბულგურიც ხორბლის დამუშავების შედეგად მიიღება, მაინც სხვადასხვა პროდუქტად ითვლება. ბულგური კანგაცლილი, დაღერღილი ხორბალია, იყიდება სხვადასხვა ზომის, წვრილი, საშუალო და მსხვილი მარცვლებით სუპერმარკეტებსა და სპეციალიზებულ მაღაზიებში.
ინგრედიენტები: ბულგური 1 ჭ, ლიმონი 1 , პატარა ზომის, პამიდორი 2, კიტრი 2, ოხრახუში 1 კონა, პიტნა 1 კონა, მხოლოდ ფოთლები, ზეითუნის ზეთი 4-5 ს.კ, მარილი და პილპილი
მომზადების წესი: 1 ჭიქა ბულგურს დავასხათ 1.5 ჭიქა წყალი და მოვხარშოთ წყლის დაშრობამდე. პარალელურად, წვრილ კუბიკებად დავჭრათ კიტრი და პამიდორი, დავჭრათ მწვანილიც. მოხარშული ბულგური რამდენიმე წუთის განმავლობაში შევაგრილოთ, გადავიტანოთ ღრმა თასში, ჩავამატოთ ლიმონის წვენი და ზეთი, შევურიოთ ბოსტნეული და მწვანილი. დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით. კარგად ამოვურიოთ და თბილი მივიტანოთ სუფრასთან.
არაბები ტაბულეს ხორცეულთან ერთად მიირთმევენ.
ასე რომ, გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!…
foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით, საიტის გარდა (www.foodpanda.ge), მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.
foodpanda, ონლაინსაკვების შეკვეთის სერვისი მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.
საჭმლის შეკვეთა ონლაინ, ადგილზე მიტანით | foodpanda.ge
foodpanda გთავაზობთ საჭმლის ონლაინ შეკვეთას 50-ზე მეტი რესტორნიდან: პიცა, სუში, ხინკალი, პიტა,შაურმა, ბურგერები, და სხვა მრავალი გემრიელი კერძი ადგილზე მოტანით.
3
ლიბანური სამზარეულო
2

კომენტარები

სხვა სიახლეები